გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ყველაფერი იდეალურად იქნება!
1. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე
განსაკუთრებით მძიმე დაავადებებიც კი ადრეულ სტადიებში იკურნება. არსებობს ასაკობრივი ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ ამა თუ იმ დაავადებამ იჩინოს თავი. ამიტომ, ქალბატონებმა 35 წლის ზემოთ წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა მიმართონ ექიმ-მამოლოგს.
2. ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია!
დღევანდელ ცხოვრებაში სტრესი არც თუ იშვიათია. სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განწყობაზე. ხშირად გაქვთ თავის ტკივილი, ყველაფერი გაღიზიანებთ... მაგრამ კარგად თუ დაფიქრდებით, საქმე არც ისე ცუდაა. გახსოვდეთ: მხოლოდ ფიზიკური კომფორტის მდგომარეობაში შეძლებს ადამიანი ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას. ასე რომ, წვრილმანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გუნება-განწყობილება გამოიკეთოთ.
3. ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს!
იმისათვის, რომ ჯანმრთელი შვილები გყავდეთ, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდეთ. ნუ დაჯდებით ცივ საგნებზე, ნუ მოსწევთ და ალკოჰოლსაც ნუ მიეძალებით. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ჯანსაღი ფსიქიკა -გაუფრთხილდით ნერვებს. გაწონასწორებულ ემოციურ მდგომარეობაში ბევრად უკეთესად შეძლებთ ბავშვების აღზრდას.
4. ძვირფასი მშობლები...
ბავშვები იზრდებიან, ზრდასრულ ადამიანებად ყალიბდებიან. რაც უფრო გადის დრო, მშობლები მით მეტად დამოკიდებულნი ხდებიან შვილებზე. შვილიც უფასებს ამაგს და ყველანაირად ცდილობს, გაახაროს და გაანებივროს მისთვის ძვირფასი ადამიანები.
მაგრამ გახსოვდეთ: თქვენი მშობლები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან ბედნიერები, თუ თქვენ ეყოლებით ჯანმრთელი. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, იყავით მუდამ ფორმაში და გაახარეთ მშობლები!
5. გაიხალისეთ სიბერე!
უკვე პენსიონერი ბრძანდებით... დაგღალათ პრობლემებმა, მომაბეზრებელმა ყოველდღიურობამ. იყურებით ფანჯრიდან და ტკბილად გახსენდებათ ახალგაზრდობა... მაგრამ არ ღირს იმის დავიწყება, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ასაკში მშვენიერია! თუნდაც იმიტომ, რომ მრავალი წელი განვლეთ ბედნიერად, გახდით მეუღლე, დედა, შემდეგ ბებია... ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება დაგიგროვდათ. გულს ნუ გაიტეხთ, განაგრძეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყოველთვის განუმეორებელი იქნებით. მთავარია, თავი კვლავ ახალგაზრდულად იგრძნოთ და გარწმუნებთ, 80 წლის ასაკშიც კი უწინდებურად ხალისიანი იქნებით.
6. სილამაზე -ძალაა!
სულაც არ არის აუცილებელი ხშირად ჩაიტაროთ ძვირად ღირებული პროცედურები სილამაზის სალონში ან გაიკეთოთ ორიგინალური ვარცხნილობა. ნურც სახის კანს დაამძიმებთ მაკიაჟის სქელი ფენით. მაგალითად, ფრანგი ქალბატონები ირწმუნებიან, რომ საუკეთესო ვარცხნილობა -ლამაზი და ჯანმრთელი თმაა, ხოლო ბუნებრივად ვარდისფრად მოელვარე სახის კანი -იდეალური მაკიაჟი. შეიძლება ბევრი თქვენგანი არ დაეთანხმოს ამ მოსაზრებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ ქალი ჯანმრთელია, ის ლამაზიცაა. ძვირფასო ქალბატონებო, ჯანმრთელობას გისურვებთ.
7. მოდაშია -ჯანმრთელობა!
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა.
დაივიწყეთ მავნე ჩვევები, მისდიეთ სპორტს, ჩადექით თქვენთვის სასურველ ფორმაში. მიბაძეთ ცნობილ ადამიანებს, რომელთა უმეტესობა ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევს და ამ `მოდური~ ტენდენციის დამკვიდრებასაც ცდილობს.
8. შეხვედრის ადგილი...
უწინ გოგონები და ვაჟები ერთმანეთის გასაცნობად მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დადიოდნენ. ბოლო დროს გაცნობის საუკეთესო ადგილად სპორტდარბაზი გახდა. იქ აუცილებლად შეხვდებით სიმპათიურ მამაკაცს და თუ ერთი ნახვით ვერ მოახერხეთ მისი მონუსხვა, ნუ იდარდებთ... სამაგიეროდ, თქვენ რეგულარულად ივლით სპორტდარბაზში... სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსება კი ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა!
9. გადარჩება ყველაზე ძლიერი!
ალბათ გახსოვთ დარვინის თეორია ბუნებრივი გადარჩენის შესახებ. ფაქტებს, რომლებიც ამ თეორიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებენ, ჩვენ თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ასე რომ, თუ გსურთ დინების საპირისპირო მხარეს არ აღმოჩნდეთ, იცხოვრეთ ჯანსაღად.
10. ავადმყოფობა მაშინ მოდის, როდესაც ყველაზე მეტად არ გინდა.
ამიტომ გირჩევთ, ყოველ წელს ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და არ გამორჩეთ ცხოვრების საინტერესო მოვლენებს.