თმა ისეთი სიხშირით უნდა დაიბანოთ, რომ თავის კანს გაჭუჭყიანების საშუალება არ მისცეთ.
* კანში ჩამჯდარი ცხიმი, მტვერი და ჭუჭყი აფერხებს თმის ზრდას.
* შამპუნი, რომელსაც აწერია ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაქსიმალურად დელიკატური, ჰიპოალერგიული და ნეიტრალურია; მისი გამოყენება მართლაც ყოველდღე შეგიძლიათ.
* თმის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია თმის ტიპი და წყლის ხარისხი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 3-4-დღიანი შუალედიც უარყოფითად იმოქმედებს თმის სტრუქტურაზე.
* გამოსაყენებელი შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. ნუ დაისხამთ შამპუნს პირდაპირ თმაზე, რაოდენობას ვერ გააკონტროლებთ. შამპუნი ჯერ ხელზე აიქაფეთ და მერე გადაინაწილეთ თმაზე.
* თუ თავს ყოველდღე იბანთ, შამპუნის ერთი დასხმა საკმარისია; თუ კვირაში ორჯერ, თავი ორჯერ აიქაფეთ. თუმცა მეორე ჯერზე შამპუნის რაოდენობა უნდა შეამციროთ.
* თმის დაბანამდე და შამპუნის დასხმამდე ჯერ თმა უნდა დაივარცხნოთ. დაიბანეთ თავი თითის ბალიშებით და არა ფრჩხილებით. დაბანის დროს გაიკეთეთ მასაჟი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.
* სწორად შეარჩიეთ წყლის ტემპერატურაც. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. იგი თმას უფრო გაგიცხიმიანებთ. ოპტიმალური ტემპერატურა 40-50 გრადუსია.
* დაბანის შემდეგ თავზე აუცილებლად გადაივლეთ გრილი ან ცივი წყალი. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმას ბზინვარებას მატებს.
თუ თმა ძლიერ დაზიანებული გაქვთ, სამკურნალო ნიღბები ყოველ მეორე დღეს წაისვით. 8-10 სეანსში შედეგი გამოჩნდება. პროფილაქტიკის მიზნით კი თმაზე ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ წაისვით.
* ბალზამი შამპუნით დაბანილ თმაზე, მთელ სიგრძეზე უნდა წაისვათ და არამარტო ბოლოებზე. გაიჩერეთ 5-7 წუთი და ჩამოიბანეთ.
* თმის ხარისხისა და ტიპის მიხედვით, დაბანილ თმაზე ან სპრეი უნდა შეისხუროთ, ან ზეთი წაისვათ. ინსტრუქციის თანახმად, ზეთი ნამიან თმაზე უნდა წაისვათ და მთელ სიგრძეზე გადაანაწილოთ. რაც შეეხება სპრეის, ის აუცილებელია, რათა დაიცვას თმა მავნე ზემოქმედებისგან. დააკვირდით, რომ სპრეის შემადგენლობაში იყოს E და B5 ვიტამინები.