1. ბანანი დეპრესიასთან ბრძოლაში გეხმარებათ. მასში ბევრი ტრიფტოფანია - ნივთიერება, რომელიც სეროტონინს - ბედნიერების ჰორმონს გამოჰყოფს. ამიტომაც ბანანის შეჭმის შემდეგ განწყობა გიუმჯობესდებათ.
2. ბანანი ერთადერთი ხილია, რომელზეც ბავშვებს ალერგია არა აქვთ.
3. ამაგრებს ძვლებს. ბანანი ორგანიზმში კალციუმს აკავებს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ყავის მოყვარულებისთვის, რომელიც კალციუმს გამორეცხავს ორგანიზმიდან.
4. აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას. ბანანი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც შეკრულობისგან იტანჯება.
5. ბანანი გაგათავისუფლებთ ისეთი პრობლემისგან, როგორიცაა გულძმარვა.
6. ბანანი კუჭის წყლულის დროსაც სასარგებლოა. იგი შემოეკვრება კუჭის გარსს და იცავს აგრესიული ნივთიერებებისგან, რის შედეგადაც კუჭზე წყლული ხორცდება.
7. დიარეის დროსაც ბანანი საუკეთესო "წამალია".
8. კალიუმის წყალობით ბანანი საუკეთესო ხილია მათთვის, ვისაც კუნთის კრუნჩხვა აწუხებს.
9. საუკეთესოა მათთვის, ვინც შეშუპებას უჩივის.
10. ბანანი ენერგიის წყაროა. თუ მას ვარჯიშის წინ მიირთმევთ, განსაკუთრებით ეფექტურად ივარჯიშებთ.
11. განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. სეროტონინი, რომელსაც ბანანი შეიცავს, ამცირებს პემეესის სინდრომს. თუ მას ციკლის დროს მიირთმევთ, შეგიმცირდებათ უსიამოვნო სიმპტომები და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.
12. ბანანი უნდა მიირთვას მან, ვინც ანემიით იტანჯება.
13. გულის დაავადებების დროსაც, კალიუმის წყალობით, ბანანი საუკეთესო მკურნალია. ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს.
14. ბანანი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ამინომჟავებით. ისინი კი ამაღლებს იმუნიტეტის დონეს.
15. ბანანი აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას. გამოჰყავს კენჭები და ქვიშა.
16. მიირთვით, თუ გულისრევის შეგრძნება გაწუხებთ მგზავრობის ან ტოქსიკური ფეხმძიმობის დროს.
17. ბანანის კანი მწერების ნაკბენზე რამდენიმე წუთით შიდა მხრიდან დაიდეთ და ნაკბენი დაგიამდებათ.
18. ბანანს ტემპერატურის დაწევის თვისება აქვს. ამიტომ სიცხეში მიირთვით.
19. თუ გსურთ, სიგარეტის მოწევას თავი დაანებოთ, მიირთვით ბანანი. კალიუმის, მაგნიუმისა და ვიტამინების წყალობით, ბანანს ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს.
20. აუმჯობესებს ტვინის აქტივობას. ეხმარება მას ინფორმაციის დამახსოვრებაში. ამიტომ მიირთვით გამოცდისა და ლექციების წინ.