ქალი მუდამ ცდილობს საკუთარი კოსმეტიკა მოწესრიგებული ჰქონდეს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ რჩევები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
- ძველებურ, ვინტაჟურ ფეხიან თეფშზე შეგიძლიათ სუნამოები და სხვა პარფიუმერია მოათავსოთ.
- მინის ჭიქა ყავის მარცვლებით შეავსეთ და მასში მაკიაჟის ფუნჯები მოათავსეთ. ორიგინალურიცაა და სასიამოვნო არომატიც ექნება.
- ნახატის ვინტაჟურ, მოჩუქურთმებულ ჩარჩოს უკნიდან პატარა თაროები მიამაგრეთ და ზედ მანიკიურის ფერადი ბოთლები ჩამოამწკრივეთ.
- პატარა ზომის თვალის ჩრდილები აღარ დაგეკარგებათ, თუ ყინულის ფორმებში მოათავსებთ.
- ლაკის ბოთლები შეგიძლიათ ორცხობილის მინის დიდ ყუთშიც შეინახოთ.
- პატარა მინის ქილებში შეგიძლიათ მაკიაჟის მოსაცილებელი ბამბის დისკები და ბურთულები მოათავსოთ.
- სააბაზანოს კარზე გამჭვირვალე, ჩამოსაკიდი უჯრებიანი სათავსო ჩამოკიდეთ და მასში უამრავი ნივთი მოათავსეთ მანიკიურის ლაკებით დაწყებული ფეხსაცმელებით დამთავრებული. რაც მთავარია, ყველაფერი თვალწინ გექნებათ.
- ჟურნალების ჩასადები მუყაოს სათავსოებში შეგიძლიათ ადგილი მიუჩინოთ თმის უთოსა და ფენს.
- მაგნიტის ლენტზე შეგიძლიათ კედელზე მიამაგროთ, მასზე კი _ თმის სარჭები. ასე მათ აღარ დაკარგავთ.
- ხის ზოლი კედელზე მიმაგრეთ, მასზე _ პატარა ზომის მინის ქილები, რომლებშიც ბამბის დისკებსა და ბურთულებს და სპონჟებს მოათავსებთ.
- ჩანგლების, დანებისა და კოვზებისა პლასიტიკატის კონტეინერებში შეგიძლიათ კოსმეტიკა და სავარცხლები განათავსოთ.
- ღვინის ბოთლების ჩამოსადებ თაროზე შეგიძლიათ მინის ჭიქები ჩამოდოთ და მასში თვალის ფანქრები, ტუშები და თქვე წარმოიდგინეთ, საკანცელარიო ფანქრები და ფლომასტრებიც კი მოათავსოთ.
- დაბოლოს, სარკესთან, სადაც მაკიაჟსა და ვარცხნილობას იკეთებთ, ჩამოკიდეთ თარო, რომელზეც სპრეებს, თმის ლაქებს, კრემებს, ლოსიონებსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს შემოდებთ.