მხოლოდ 12 პროცედურა და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ, იმდენად გაგიუმჯობესდებათ გარეგნობა.
სანამ ფულს ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებზე დახარჯავდეთ, ეფექტიანი და იაფიანი სელის თესლის ლიფტინგი გაიკეთეთ. ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, ფულს კი - დაზოგავთ.
დილით მოამზადეთ საშუალება, რომელსაც საღამოს გამოიყენებთ.
ერთ ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1/3 მდუღარე წყალი. მოურიეთ და მთელი ღამე გააჩერეთ.
საღამოს დაბანილ სახესა და ყელზე ბამბის ტამპონით წაისვით სელის თესლის ნაყენი (მსუბუქად წებოვანი მასა უნდა მიიღოთ. წყლის დასხმამდე შეგიძლიათ თესლები ცოტა დაჩეჩქვოთ). როცა პირველი ფენა სახეზე შეგაშრებათ, მეორე გადაისვით. და ასე 5-ჯერ. ეცადეთ, პროცედურის დროს არ ილაპარაკოთ და არ იცინოთ. გაიჩერეთ 30-35 წუთით. ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით და მშრალ კანზე მკვებავი კრემი წაისვით.
როგორც უკვე გითხარით, 12 პროცედურის შემდეგ კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.