ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მოვლილი ტერფები და ლამაზი მანიკიური. თუ სალონში წასვლას ვერ ახერხებთ, ლამაზი პედიკიურის ინსტრუქციას მოგაწვდით.
სანამ პედიკიურს გაიკეთებდეთ, 15 წუთით ადრე ფეხების აბაზანა გაიკეთეთ, რომელსაც ეთერზეთი და ზღვის მარილი ექნება დამატებული.
მოიჭერით ფრჩხილები - ნუ დაიტოვებთ ფეხის თითებზე გრძელ ფრჩხილებს. ფრჩხილი თითის ”ბალიშიდან” არ უნდა გადმოდიოდეს. ულამაზოა, თან, დახურულცხვირიანი ფეხსაცმლის ტარება გაგიჭირდებათ. ფეხებზე ფრჩხილები 3-4 კვირაში ერთხელ უნდა დაიჭრათ. ეცადეთ, ფრჩხილი სწორი ხაზზე მოიჭრათ, რათა ფრჩხილის ჩაბრუნების პრობლემა არ გაჩნდეს.
გაიქლიბეთ ფრჩხილები - რათა სასურველი ფორმა მისცეთ მათ, მაგრამ ძალიან ნუ გაითხელებთ ფრჩხილის ზედაპირს.
შეილამაზეთ ფრჩხილი - მის გარშემო ამოზრდილი ზედმეტი ხორცი და ნუნა აკურატულად მოიშორეთ. მანამდე კი ფრჩხილის გარშემო ნებისმიერი ზეთი წაისვით, რათა კანი დარბილდეს.
სწორად შეარჩიეთ ლაქი - ღია ფერის ლაქი ფრჩხილზე დიდხანს გაგიჩერდებათ. მაგრამ თუ გაყვითლებული ფრჩხილის ზედაპირი გაქვთ, უმჯობესია, ნაკლი მუქი ფერის ლაქით დამალოთ. ზაფხულში მოდურია ყველა ფერის ლაქი, მქრქალიც და მეტალიკიც. აგრეთვე, მეტად აქტუალურია ნახატები (ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები) ფრჩხილებზე.
არ დაგავიწყდეთ ლაქის წასმამდე სამკურნალო ლაქის წასმა. მანიკიური კი ორ ფენად გადაისვით.
მოვლილი ფეხებისა და ლამაზი მანიკიურის გამო არაერთხელ მიიღებთ კომპლიმენტებსა და აღფრთოვანებულ მზერას.