1. უნივერსალური ნიღაბი - წმენდს სახის კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს, აახალგაზრდავებს, გაგათავისუფლებთ გამონაყარისგან.
"ბადიაგას" ფხვნილს დაასხით ცხელი წყალი, მიიღეთ ფაფისებური მასა. მსუბუქი მოძრაობებით, თხლად წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. გაძლიერებული ვერსია - "ბადიაგას" ფხვნილი + "ბადიაგას" გელი
1 ჩ.კ. "ბადიაგას" ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში ისე, რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. დაუმატეთ 1 ჩ.კ. "ბადიაგას" გელი. ნიღაბი გაიჩერეთ 10-15 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. "ბადიაგასა" და თიხის ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
ნიღაბი ნამდვილად გაგიწმენდთ კანს და არ ტოვებს სიწითლეს. თუმცა სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია 10-14 პროცედურა.
1 ჩ.კ. "ბადიაგას" ფხვნილს შეურიეთ 2 ჩ.კ. მშრალი კოსმეტიკური თიხა, შავი ან თეთრი. აურიეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი. წაისვით სახეზე თხლად. 20-30 წუთის შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კურსი შედგება 6-8 პროცედურისგან. გაგრძელება