როგორ უნდა წავისვათ სახეზე სწორად კრემი? ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ნაადრევი ნაოჭები და კრემის ეფექტურობა ერთიორად გაიზარდოს.
მაშ ასე:
*შუბლის შუა წერტილიდან საფეთქლებისკენ;
*თვალების ქვეშ: საფეთქლიდან ცხვირისკენ;
*ნიკაპიდან ყურის ბიბილომდე;
*ცხვირის ნესტოდან საფეთქლებისკენ;
*ტუჩებიდან ყურის შუა წერტილისკენ;
მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით ფოტოზე მოცემული ხაზებს.
ყველა მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი, არ უნდა დააწვეთ ზედმეტად თითებით კანს და არ გაიდღაბნოთ უხეშად. კრემის გადანაწილების შემდეგ მსუბუქი დარტყმითი მოძრაობით შეიზილეთ კრემი მთელ სახეზე, განსაკუთრებით კი, ნიკაპქვეშ. ასეთი მასაჟი ღაბაბის გაჩენის შანსსაც გაგიქრობთ.
ასევე იხილეთ:
ლიფტინგი სახისა და ყელისთვის სელის თესლისგან, "ბიუჯეტური აღმოჩენა"