თუკი სპორტდარბაზამდე ვერა და ვერ მიაღწიე და თვლი, რომ დიეტები მავნებელია ჯანმრთელობისთვის – ჩაინიშნე ეს 9 მეთოდი იმისათვის, რომ ბრტყელი მუცელი გქონდეს.
"ეს შეუძლებელია!" – იტყვიან სკეპტიკოსები, მაგრამ ჩვენ გარწმუნებთ: ეს მართლაც მუშაობს!
1. გაიმართე წელში
არ დაიჯერებ, მაგრამ კუნთებს აქვთ მეხსიერება. თუკი თვალყურს ადევნებ იმას, რომ გამართული იყო, ხოლო მუცელი შეზნექილი გქონდეს, რამდენიმე კვირაში შეამჩნევ, რომ წელი დაგიწვრილდა, ხოლო მუცელი – ბევრად ბრტყელი გახდა. ყველაზე მთავარია: დაჯექი კომპიუტერთან იდეალურად სწორ მდგომარეობაში. აი, ზუსტად ამ წამს, გაიმართე და შეზნიქე მუცელი!
2. სვი წყალი
მაგრამ დაიმახსოვრე: თუკი ორგანიზმი დაიწყებს გაუწყლოებას, ის პანიკაში ჩავარდება და ყოველ წვეთს დაიტოვებს. ამიტომაც არ დაგავიწყდეს, სვა წყალი სწორად. დაიდგი მაგიდაზე ჭიქით წყალი და სვი ყოველ საათში ერთხელ. ეს ხომ ასე მარტივია!
3. იარე საჭირო ოთახში
დელიკატური თემაა, მაგრამ თუკი ბრტყელ მუცელზე დავიწყეთ საუბარი, ამ ინტიმურ საკითხს ვერაფრით ავუქცევთ გვერდს. მაშ ასე, ყურადღება მიაქციე ტუალეტში სიარულის გრაფიკს. ექიმები თვლიან, რომ იდეალური ვარიანტია – მიაჩვიო ორგანიზმი გარკვეულ გრაფიკს, მაგრამ პრაქტიკაში ამის გაკეთება ცოტას თუ შეუძლია. იმისათვის, რომ დარწმუნებული იყო იმაში, შენი ორგანიზმი არ აგროვებს ტოქსინებს და დროდადრო მათ გარეთ უშვებს, დარწმუნდი, რომ დღის განმავლობაში 7-ჯერ შარდავ, ხოლო უფრო სერიოზული საკითხისთვის საჭირო ოთახს მინიმუმ დღეში ერთხელ აკითხავ. თუკი ეს ასე არ ხდება, დაუბრუნდი მე-2 პუნქტს.
4. ღეჭე!
რაც უფრო დიდხანს ღეჭავ საჭმელს, მით ნაკლებ ადგილს დაიკავებს საკვები კუჭში, მით ადვილად გადამუშავდება ის, მით ნაკლებად გაიწელება კუჭი და მით უფრო სწრაფად დანაყრდები... რაც მთავარია, მით უფრო მოხდენილი იქნები!
5. მიიღე პრებიოტიკები
ხშირად მუცელი იმაზე დიდი გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეში არის – ეს ხშირ შემთხვევაში მეტეორიზმის ბრალია. ამასთან, შესაძლოა, ეს ვერც შენიშნო, ანუ არ შეგაწუხოს გაზებმა და შებერილობამ. დღეში მხოლოდ 50 გრ პრებიოტიკი ამ სიტუაციას მარტივად მოაგვარებს და რამდენიმე დღეში იგრძნობ, როგორ შემცირდა შენი მუცელი.
6. იარე ფეხით
დღეში 30 წუთი გადაბმული სიარული – ეს ის მინიმუმია, რომელიც სასურველი ეფექტისთვის გჭირდება. მეტს თუ შეძლებ – საერთოდაც ფანტასტიკური იქნება! ოღონდ დაიმახსოვრე: სიარულის დროს წელი გამართული უნდა გქონდეს და მუცელი ოდნავ შეზნექილი. ბონუსად მიიღებ ჯანმრთელ ხერხემალს და მოხდენილ ფეხებს!
7. დაივიწყე საღეჭი რეზინი
სანამ ღეჭვით ერთობი, შენთვის შეუმჩნევლად ყლაპავ ჰაერს, რომელიც კუჭიდან ნაწლავებში გადადის და მუცელს გიბერვას. თუ გსურს, გქონდეს სუფთა სუნთქვა – უმჯობესია მენთოლიანი კანფეტები გამოიყენო.
8. ყურადღება მიაქციე ჰორმონებს
ქალის ჰორმონის, ესტროგენის სულ ცოტათი აწევაც კი ცხიმის დაგროვებას იწვევს მუცლის არეში. ესტროგენის დონე კი ნორმაში იქნება, თუკი ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის კალცი და B ჯგუფის ვიტამინებია. იდეალური ამ დროს, რა თქმა უნდა, ანალიზების გაკეთებაა. მაგრამ შეგიძლია მიირთვა ის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით კალცს და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.
9. იწექი
საუკეთესო რჩევაა, არა? დღეში 20 წუთი დაუთმე ზარმაც ვარჯიშს: დაწექი ზურგზე, ფეხები მოათავსე წელზემოთ, წელის ქვეშ დაიდე მუთაქა ან დახვეული პირსახოცი და მიეცი საშუალება მუცელს, ჩაიზნიქოს. ესეც ერთგვარი კუნთოვანი მეხსიერებაა. იაპონელები ვარჯიშის ამ მეთოდს მოხდენილი სხეულის გარანტად მიიჩნევენ.
იხ: მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა