მედიკოსებისთვის ზაფხული ზღვასა და მზესთან კი არა, ნაწლავურ ჩხირებთან და საკვებით მოწამვლასთან ასოცირდება.
ვერც გაამტყუნებთ. ამ სეზონზე საშიში ხდება სასარგებლო პროდუქტებიც კი, რომელთა ჭამას დაჟინებით ვაძალებთ ბავშვებს. გასტროენტეროლოგებმა იმ სასარგებლო პროდუქტების სია შეადგინეს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს მოწამვლას. ძალიან ცხელ დღეებში ჯობია ერიდოთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.
1. რძემჟავა პროდუქტები
იოგურტები და კეფირები ყოველთვის მკაცრად კონტროლირებად პირობებში არ ინახება. მათი შენახვის ნორმები ხშირად ირღვევა, არადა, ტემპერატურული რეჟიმის ოდნავი ცვლილებაც კი სასარგებლო საკვებს მავნე მიკრობების ბუდედ აქცევს.
2. სალათის ფურცელი
ეს პროდუქტი თერმულ დამუშავებას არასოდეს გადის, მის ფოთლებზე კი ნაწლავური ჩხირები ხშირად მრავლდება. მით უმეტეს, ძალიან ცხელ დღეებში ეს პროცესი უფრო საშიში ხდება.
3. ჟოლო
ეს კენკრა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ასევე ძალიან მალე ფუჭდება და მასში ბაქტერიები მრავლდება. ძლიერ სიცხეში პატარებს ნუ აჭმევთ, თუ ახალი დაკრეფილი არ არის. გაგრძელება