გგონიათ, ვარსკვლავების მოხდენილობის საიდუმლო მხოლოდ ვარჯიშები და სწორი კვებაა? არა, მათ სხვა საიდუმლოებებიც აქვთ, რომლებიც ნადმვილი აღმოჩენა გახდება ბევრისთვის.
ჯეი ლოს გრეიპფრუტის ზეთი
მსახიობი და მომღერალი მშვენივრად გამოიყურება. იდეალური სხეულის შენარჩუნებაში კი გრეიპფრუტის ზეთი ეხმარება. მას კი არ სვამს, არამედ, კანში იზელს და სუნთქავს მადის დასაქვეითებლად. განსაკუთრებით ღამე, როცა შივდება, პრეიპფრუტის არომატი მადას უქვეითებს და ასე აკონტროლებს საკუთარ თავს. ამბობენ, ამ მეთოდით სარგებლობს კარმენ ელექტრაცო.
მირანდა კერის უჩვეულო ვარჯიში
ტოპ მოდელი აღიარებს, რომ ბავშვთან ერთად ბატუტზე ხტუნავს. მასთან ერთად დარბის, რაც საუკეთესო ვარჯიშია. ხანდახან კი მუსიკას რთავს და შვილთან ერთად ცეკვავს. თუმცა, ლამაზმანს სილამაზის სხვა საიდუმლოც აქვს და ეს რეგულარული სექსია. "რაც უფრო ხშირად გაქვთ სექსი, მით გიუმჯობესდებათ სხეული".
კიმ კარდაშიანის კორსეტი
შვილის გაჩენის შემდეგ იდეალური სხეული კორსეტი-კორექტორით დაიბრუნა. კიმის თქმით, კორსეტი ყოველდღე 5 საათი უნდა გეკეთოთ და პარალელურად უნდა ვარჯიშობდეთ. უამრავი ექიმი გამოდის "სპორტული კორსეტის" წინააღმდეგ, მაგრამ კიმს უშველა.
მარისა მილერის ანარეკლით ტკბობა
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი გასახდომად გვირჩევს შინ საცვლებით ვიაროთ. თავად ასე იქცევა და აი, რატომ: "თუ მუცლის საჭმლით გავსებას აპირებთ, სარკის წინ დადექით და დაფიქრდით, გიღირთ კი?!"
ჯენიფერ ენისტონის ბავშვის მენიუ
მსახიობი სადილსა და ვახშამზე ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფეულობით იკვებება. ქილებში გამზადებულ საკვებს ჯენიფერი მაღაზიებში ყიდულობს. თუმცა, აკონტროლებს, რომ საკვები იყოს ხილის, ბოსტენულის ან ხორცის, არ ჰქონდეს მარილი და კონსერვანტები. ამასთანავე, მსახიობი წონის დაკლების მსურველებს ურჩევს, დღეში 1000-1200 კალორიაზე მეტი არ მიიღონ.
ჯესიკა ალბას 50/50-ზე
ჰოლივუდის ვარსკვლავს მარტივი საიდუმლო აქვს. თეფშს ივსებს იმ რაოდენობს საკვებით, რომელსაც ჩვეულებრივ მიირთმევდა ხოლმე და მის მხოლოდ ნახევარს ჭამს. რა თქმა უნდა, პურის გარეშე. მხოლოდ იშვიათად აძლევს თავს უფლებას, დესერტი შეჭამოს.
განსაკუთრებული ლიმონათი ჰაიდი კლუმისგან
გახდომის ექსტრემალური მეთოდი აქვს ჰაიდე კლუმს: 2 ლიტრ წყალში ხსნის 14 სადილის კოვზ ლიმონის წვენ, 14 ს/კ ნეკერჩხლის ვაჟინს და ნახევარ ს/კ წიწაკას. გარდა ამისა, დილით სვამს მარილიან წყალს, ძილის წინ _ საფაღარათო ჩაის. დღის განმავლობაში კი ლიმონათის გარდა, სვამს წყალს და მწვანე ჩაის. ასე "კვება" მხოლოდ 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, მერე ლიმონათთან ერთად უნდა მიირთვათ უცხიმო მოხარშული ხორცი ან თევზი; ხილი და ბოსტნეული. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ დიეტის შემდეგ ჩვეულ კვებას დაუბრუნდებით, დაკარგულ კილოგრამებს სწრაფად აკრიფავთ.
ბიონსეს ვეგეტარიანული დიეტა
როგორც კი რამდენიმე კილოგრამის დაკლება სჭირდება, მომღერალი ვეგეტარიანელი ხდება. მიირთმევს მხოლოდ იმ საკვებს, სადაც დაბალანსებულია ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. დიეტის დროს ბიონსე არ მიირთმევს მარილსა და შაქარს.