რჩევები

5 ძირითადი საფეხური - როგორ შევაჩეროთ კანის დაბერების პროცესი!

5 ძირითადი საფეხური - როგორ შევაჩეროთ კანის დაბერების პროცესი!
ყველა ქალს სურს, ჰქონდეს ლამაზი, მოვლილი კანი. იმისათვის, რომ სახის კანი ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყოს, აუცილებელია მისი რეგულარული მოვლა და  შემდეგი საფეხურების შესრულება:

1. გაწმენდა

სპეციალური გამწმენდი საშუალებები მაკიაჟს ეფექტურად აშორებს, არ აშრობს კანს და არ არღვევს მჟავა-ტუტოვან ბალანსს.
გამწმენდი საშუალებების სახეობები:
გამწმენდი კრემი დასაბანად (კრემის ტექსტურის გამწმენდი) – განკუთვნილია მშრალი, მგრძნობიარე და ნორმალური კანისთვის.
ასაქაფებელი გელი – განკუთვნილია კომბინირებული, ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.


2. ტონირება

ტონიკები აღადგენს კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს, აცოცხლებს მას და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას,
ამზადებს კანს კრემის დადებისთვის – ტონიკის გამოყენების შემდეგ კრემი 30 %-ით უკეთ შეითვისება კანის მიერ.


3. დატენიანება

დღის კრემები – ატენიანებს კანს და იცავს მას ბუნებრივი სითხის დაკარგვისგან მთელი დღის განმავლობაში; ასევე, იცავს გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან.
ღამის კრემები ატენიანებს და ამდიდრებს კანს მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც უკეთესად შეითვისება სწორედ ღამის საათებში. თვალის ირგვლივ კრემები აუცილებელია, რადგან სწორედ თვალის ირგვლივ ჩნდება პირველი ნაოჭები, შუპდება და იცვლის ფერს. თვალის ირგვლივ კრემები ინარჩუნებს და აღადგენს კანის ბუნებრივ ელასტიკურობას და სიმკვრივეს.


4. საღამოს აღდგენა და კვება

ღამით ჩვენს კანს აუცილებლად ესაჭიროება კვება, აღდგენა და დამატებითი დატენიანება. 25 წლიდან უკვე აუცილებელია კანის რეგულარული მოვლა. უმჯობესია, თუკი დღისა და ღამისთვის ერთი მარკის კრემებს შეარჩევთ, რადგან ასე ბევრად ეფექტური იქნება მათი მოქმედება.


5. სპეციალური მოვლა

გარდა ყოველდღიური ძირითადი მოვლისა, არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ კვირაში რამდენჯერმე და ყოველდღიური მოვლის აუცილებელი დამატებაა:
სახის სკრაბები – აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს კანს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
სახის ნიღბები – ატენიანებს, კვებავს, ასუფთავებს, ატონიზირებს.


ყურადღება!

სახის გამწმენდი საშუალების, ტონიკებისა და დამატენიანებელი საშუალებების შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ კანის ტიპი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93