თუმცა მაინც, ნიღბების რეგულარულად გაკეთების შემთხვევაში ეფექტი ნამდვილად შესამჩნევია – სწორდება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი. და თუკი ამ 9 ფაქტსაც გაითვალისწინებ, შედეგი ბევრად უკეთესი იქნება!
1. ორჭოფობ? დაიტენიანე
თუკი ვერ ხვდები, რა არის შენი კანის ძირითადი პრობლემა და მერყეობ მკვებავ, აღმდგენ, ვიტამინიზებულ და დამჭიმავ ნიღბებს შორის, არჩევანი დამატენიანებელ ნიღაბზე გააკეთე. ჯერ ერთი, კანისთვის დატენიანება 
2. დაიორთქლე
ნიღბის დადება უმჯობესია დაორთქლილ კანზე: თუკი არ გაქვს სახის სპეციალური დასაორთქლებელი, უბრალოდ, ჩაასხი ჯამში ცხელი წყალი, გადაიფარე თავზე პირსახოცი და გაჩერდი ორთქლზე 2-3 წუთი. რა თქმა უნდა, მანამდე მაკიაჟი ჩამოშორებული უნდა გქონდეს.3. ნუ დაინანებ
ნიღბის დადება საჭიროა გულუხვად, არ უნდა გამოგრჩეს ყელისა და დეკოლტეს ზონა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ასაკს პირველი ყელი გასცემს და არა სახე.4. ნუ გადააჭარბებ
თუკი თიხის ნიღბებს იყენებ, შეეცადე, ზედმეტად არ გამოაშრო ისინი და ქვად არ აქციო: ჩამოიბანე მაშინვე, როგორც კი ზედა ფენა გაშრება, თორემ კანის ზედმეტ ცხიმთან ერთად ნიღაბი სითხესაც გამოიტანს და გამოგიშრობს კანს.
5. ნუ დაიგვიანებ
არცერთი ნიღაბი, გარდა პროფესიონალურისა, სალონურისა, რომელსაც კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი გიკეთებს, არ უნდა გაიჩერო კანზე 20 წუთზე მეტხანს. ჯერ ერთი – ეს უაზრობაა, მეორეც – გადატვირთავ კანს. ნიღბის სახეზე გაჩერების ოპტიმალური დრო 10-15 წუთია.6. ჩამოიშორე ზედმიწევნით კარგად
ნიღბის ჩამოშორების შემდეგ რეკომენდებულია, ჩამოიბანო სახე მიცელარული წყლით ან ტონიკით, შემდეგ კი წაისვა კრემი.7. იქონიე SOS-ვარიანტი
არსებობს ნიღბები რეგულარული მოვლისთვის და არსებობს ერთჯერადები, რომლებიც კონკრეტულ პრობლემას სწრაფად აგვარებენ. შეშუპების მოსახსნელი, ლიფტინგ-ეფექტით და კანისთვის ბრწყინვალების მიმცემი ნიღბები.