რჩევები

5 მოდური სუპერსაკვები, რომელსაც ცნობილები მიირთმევენ

5 მოდური სუპერსაკვები, რომელსაც ცნობილები მიირთმევენ
ჩიას მარცვლები ეს ციცქნა მარცვლები ცილების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების საბადოა. მათი დახმარებით ვარსკვლავები ახალგაზრდობას იხანგრძლივებენ.

ჩიას მარცვლები მირანდა კერის მშობიარობის შემდეგ სხეულის ფორმაში მოყვანაში დაეხმარა. შვილის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ მოდელი Victoria’s Secret-ის შოუში პოდიუმზე გამოვიდა.

ქოქოსის წყალი


ეს "ცოცხალი წყალი" თავისი შემადგენლობით ადამიანის სისხლის პლაზმის მსგავსია. იგი ასუფთავებს და აჯანსაღებს სხეულს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მადონაა. იგი დღეში ერთ ჭიქა ქოქოსის წყალს სვამს, რაც იდეალური სხეულის შენარჩუნებაში ეხმარება.

ასაის კენკრა


ასაი ბრაზილიური ანტიოქსიდანტებით
მდიდარი ხილია, რომელიც აჩერებს დაბერების პროცესს. მას "ახალგაზრდობის ელექსირსაც" ეძახიან. ასაის უამრავი ვარსკვლავი მიირთმევს. მეთიუ მაკკონახის თქმით, იდეალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ასაის კენკრა ეხმარება, რომელსაც ფაფაში ან მიუსლიში იყრის.

გოჯის კენკრა



გოჯი მოდის მიმდევრებს შორის სუპერხილად იქცა. 2014 წლიდან არ წყდება კამათი თემაზე - მართლა სასარგებლოა თუ არა გოჯი? ეხმარება თუ არა იგი გახდომის მსურველებს? საბოლოო დასკვნა გამოტანილი ჯერ არაა, მაგრამ გოჯის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. მას ბუნებრივ ვიაგრად მიიჩნევენ. აგრეთვე - ანტიდეპრესანტად, კალციუმის, რკინის, ფოსფორისა და ორგანიზმისთვის სხვა საჭირო ნივთიერებების საბადოდ. მიშა ბარტონს გოჯის კენკრის ჩირი მუდამ ჩანთით დააქვს, რათა თავისუფალ დროს წაიხემსოს.


კაკაოს მარცვლები



ყველასთვის ცნობილია, რომ მარცვლები, რომლებისგანაც შოკოლადს ამზადებენ, რკინისა და მაგნიუმის საბადოა. თუმცა, გაცილებით სასარგებლოა მარცვლები უმი სახით, ვიდრე უკვე გადამუშავებული. მართალია, მარცვლები ცოტათი მწარეა, მაგრამ აუმჯობესებს განწყობას, მოგიხსნით დაღლილობას, აგიმაღლებთ სექსუალურ ლიბიდოს. კაკაოს მარცვლების სიკეთე გვინეტ პელტროუსაც სცოდნია, რომელიც მათ გოჯის მარცვლებს ურევს და ისე მიირთმევს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93