შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მეთოდი მართლაც უნიკალურია და ოდითგან ცნობილია. შეიკარით ძილის წინ თავისუფალ კოსად თმა და დილით თავად დარწმუნდით საკუთარ მომხიბვლელობაში.
რა თქმა უნდა, ამისთვის გრძელი ან მინიმუმ, საშუალო სიგრძის თმა უნდა გქონდეთ. იმის ხარჯზე, რომ თმა მთელი ღამით ძირებიდან აწეული გექნებათ, დილით საოცარი მოცულობით გაიღვიძებთ. ამასთან, ასე თმა გვიან გაცხიმიანდება. ამ მეთოდს კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს.
შეკრული თმა ღამით – ძალიან მოსახერხებელია. არ შეგაწუხებთ ძილში, არ ჩამოგეყრებათ სახეზე. გარდა ამისა, თუ ღამით რეგულარულად მაღლა აწეული და შეკრული თმით დაიძინებთ, თმა სწრაფად გაგეზრდებათ. თმის ბოლქვები თავს ბევრად კომფორტულად და უკეთესად გრძნობს, როცა თმა ერთად არის შეკრული და ღერები ქაოსურად ერთმანეთს არ ეხახუნება.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ღამის ვარცხნილობა არ უნდა იყოს მჭიდროდ შეკრული – საკმარისია, გაიკეთოთ თავისუფალი კოსა სუსტი რეზინით. საუკეთესო იქნება, თუკი ძილის წინ თმას დაიბანთ, ნოტიო თმაზე შეიზელთ მუსს და ისე გაიკეთებთ კოსას.
ასევე იხილეთ:
როგორ გავიკეთოთ შესანიშნავი ვარცხნილობა ჩვეულებრივი მაისურით - ნამდვილი აღმოჩენა!