რჩევები

გააქრეთ ძირფესვიანად- 10 ფაქტი ეპილაციაზე

გააქრეთ ძირფესვიანად- 10 ფაქტი ეპილაციაზე
არასასურველი თმის მოშორება მრავალი ქალის ოცნებაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გათავისუფლდით ზედმეტი თმიანობისგან.
1. ეპილაციასაც გააჩნია თავისი ტრენდები. ზოგიერთი ისეთ ეპილაციას იკეთებს, რომ ბიკინის ზონაში ერთ ღერ თმას არ იტოვებს, ზოგი წვრილ ზოლს, ან ფანტასიკურ ვარცხნილობას ანიჭებს უპირატესობას. ექსპერიმენტების მოყვარულები უთმო ინტიმურ ზონაზე ტატუს იკეთებენ. ტრენდ-სუტსაიდერები ბიკინის ზონას სხვადასხვა ფრად იღებავენ. ახლახან კი ახალი ტრენდი გამოჩნდა, ეპილაციის წინააღმდეგნი, რომლებიც თმის ზრდას ხელს არ უშლია.

2.
ცვილის ეპილაციამდე კანი 2-3 დღით ადრე უნდა
მოამზადოთ. კანი სკრაბით დაიმუშავეთ. გახსოვდეთ, ეპილაციის ხარისხი კანის დატენიანებაზეა დამოკიდებული.

3.
თუ ცვილის ან შაქრის ეპილაციის გაკეთებას აპირებთ, არ უნდა გაწუხებთ, ვარიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, გამონაყარი კანზე, საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევა.

4.
ცვილისა და შაქრის ეპილაცია ყველაზე უხეშ თმასაც გაუმკლავდება. ლაზერული ეპილაცია კარგია თეთრკანიან გოგონებისთვის, რომლებსაც შავი თმა აქვთ, ქერა თმას ლაზერი ვერ აღიქვამს.

5.
ეპილაციის გაკეთებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალებები. მოერიდეთ საუნასა და აბანოს, აგრეთვე ნამზეურის მიღებას და სპორტული ილეთების შესრულებას. დაიცადეთ, სანამ კანიდან სიწითლე გადაივლის.

6.
დააკვირდი, რა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს ეპილაციის სპეციალისტი და ეცადეთ, თავადაც ისინი გამოიყენოთ, მას უხარისხო არ ექნება.

7.
ახალახან ეპილაციის ახალი, ჰიპოალერგიული მეთოდი - ენზიმური - შეიმუშავეს. იგი ნატურალური კომპონენტებისგან შედგება და ნებისმიერი სირთულის თმას ამარცხებს.

8.
სამწუხაროთ, შინაურული ეპილაცია ვერასდროს შეედრება პროფესიონალურს. დამოუკიდებლად შეგიძლიათ ზედა ტუჩი, წარბები გაიკეთოთ. დიდ მოცულობებს სპეციალისტივით ვერ დაიმუშავებთ შეიძლება თმის ჩაბრუნება ან სილურჯეები `შეიძინოთ~.

9.
თმის ჩაბრუნებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. პირველი კანს გაუხეშებაა, რაც თმას ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ამასთანავე არ შეიძლება თმის ამოღება არასწორი მიმართულებით. იმისათვის, რომ თმის ჩაბრუნება აიცილოთ თაციდან გამოიყენეთ კანის დამარბილებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი (გვირილის, ჩაის ხისა და ალოე ვერას შემადგენლობით) საშუალებები: გელი, ლოსიონი.

10.
ტკივილი რომ შეიმსუბუქოთ, ეპილაციას ნუ გაიკეთებთ მენსტრუალური ციკლის დროს, მისი დაწყება-დასრულებიდან 2-3 დღით ადრე-შემდეგ. ეპილაციის დროს მშვიდად ისუნთქეთ, მოდუნდით. თან იქონიეთ ანტისეპტიკური სითხით გაჟღენთილი ბამბის დისკი, რათა ეპილირებული ზონა, სწრაფად დაიმუშაოთ, რომ ფოლიკულაში ბაქტერიების შეღწევას შეუშალოთ ხელი.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და ცოტა ხნით თუ მოითმენთ, გაკრიალებულ კანს მიიღებთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ია
რაღა დროს ცვილის და შაქრის ეპილაციაა,ხალხს ლაზერები აქვს სახლში.
01:26 / 13-09-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93