რჩევები

როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა. ვერასოდეს იფიქრებდით, რომ სწორედ ეს არის გამოსავალი!

როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა. ვერასოდეს იფიქრებდით, რომ სწორედ ეს არის გამოსავალი!
ალბათ ცოტა ადამიანი თუ არსებობს, ვინც თმის ცვენის პრობლემას არ შეუწუხებია.
თავდაპირველად გავერკვიოთ გამელოტების მიზეზებში. ეს პრობლემა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში გვხვდება.

გამელოტება ყველაზე ხშირად ჰორმონალური დისბალანსით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ან გადაჭარბებული სტრესებისა და ფიზიკური დატვირთვის გამო ხდება.

თმის ცვენა მაშინ იწყება, როცა ტესტესტერონის დონე ორგანიზმში მაღლა იწევს, გადაჭარბებულია ვიტამინი A, ასევე წონის ხდება უცაბედი კლება.

სხეული რეაგირებს არანორმალურ მოვლენებზე, როგორც შეუძლია, და სავარცხელზე სულ უფრო მეტი თმა რჩება… ამ სიტუაციაში მთავარი ამოცანაა – აღვადგინოთ ჰორმონალური ბალანსი.  


სწორი კვება


გამელოტების საწინააღმდეგო დიეტის მთავარი არსია – ვიკვებოთ ისე, რომ ნერვული სისტემა წესრიგში მოვიყვანოთ. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ამაღლებს სეროტონონინის დონეს სისხლში და ეხმარება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში.

აუცილებელია ჩავრთოთ ისინი ყოველდღიურ რაციონში. ეს გახლავთ თბილი შვრიის ფაფის ულუფა ხილითა და თაფლით, ბანანი, ისპანახი და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, შემწვარი თევზი – ორაგული და ტუნა, თხილი და მზესუმზირა, ავოკადო, ციტრუსები.

ნუ მიიკარებთ ზედმეტ სტრესსა და შფოთვას. თუკი ეს თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, აჯობებს კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან და მცენარეული დამამშვიდებელი საშუელებების მიიღოთ – მაგალითად, ვალერიანის ექსტრაქტი.
გარდა ანტისტრესული დიეტისა, რეკომენდებულია ჯანმრთელი ფიზიკური დატვირთვა, რაც ასევე ეფექტურად ამაგრებს ნერვულ სისტემას და ჰორმონები წესრიგში მოყავს. ძალიან სასარგებლოა ჩაჯდომები, სირბილი, ცურვა.

გამელოტების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რამდენად ძლიერად არის დაკავშირებული ერთმანეთში ორგანიზმის ყველა სისტემა, და ეცადოთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა კომპლექსურად. იხილეთ მკურნალობის მეთოდი

იმისათვის, რომ ორგანიზმში ვიტამინი A-ს გადაჭარბება ავიცილოთ თავიდან, უმჯობესია, უარი ვთქვათ შემდეგ პროდუქტებზე: სტაფილოზე, კურაგაზე, წითელ ბულგარულ წიწაკაზე, კარაქზე.

ყურადღება მიაქციეთ ცილებს!  მენიუში უნდა შედიოდეს დიდი რადოეონობით ცილების შემცველი პროდუქტები. ძალიან კარგია, თუკი ეს ცილა მცენარეული წარმოშობის იქნება – ლობიო, ბარდა და სხვა...


გენეტიკური ფონი და ასაკობრივი ჰორმონალური პრობლემები – ეს გამელოტების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. იმისათვის, რომ შევამციროთ დაკარგული თმის რაოდენობა, საჭიროა დავიცვათ დიეტა, რომლის რაციონიც ომეგა-3 მჟავებით იქნება მდიდარი. ავოკადო, სელის თესლი, ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ამ პრობლემის მქონე ადამიანის რაციონში! ასევე კარგია თუთიით მდიდარი გოგრის თესლი – ეს ელემენტი თავის კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამაგრებს თმის ბოლქვებს. ასევე თუთიას შეიცავს ბარდა, ძროხის, ხბოს ხორცი, ღვიძლი, ხორბალი.

მოიწესრიგეთ ძილი, დიდი ხანი დაყავით სუფთა ჰაერზე, სწორად იკვებეთ და  ორგანიზმი ჯანმრთელი იქნება! დაცვენილი თმა კვლავ დაიწყებს ზრდას, თუკი კვების ამ რეჟიმს სისტემატიურად დაიცავთ.  

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 8 /
მარია
ჯერ კარგი სამსახურები შესთავაზეთ ხალხს და ჯანსაღ კვებას თავად მიხედავენ.
23:16 / 02-06-2018
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
არავინ მოტყულოთ შეიძლება თავზე მაზი წაისვათ მაგრამ ცვენა მაინც არ შეწყდება , ჩვენა იწვევს ნერვიულობა კუჭის ტკივი და არასწორი კვება, მთავარია ორგანიზმი მოიწესრიგოთ, გადანერგილ თამამაც იცის ცვენა
20:07 / 03-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93