ლიმონი არა მხოლოდ შინაგანად აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს, არამედ შესანიშნავად უვლის ჩვენს კანსაც. ამასთან ლიმონით კანის მოვლის მეთოდი იმდენად მარტივია, რომ მისი განხორციელება თავისუფლად შეგვიძლია ყოველდღიურად. საკმარისია უბრალოდ გავიწმინდოთ სახე ლიმონით ან ლიმონის წვენით.
ბუნებრივი სადეზინფექციო თვისებების წყალობით, ლიმონის წვენი შესანიშნავად ებრძვის აკნეს და კანის სხვა პრობლემებს.
ლიმონის წვენის მთავარი მოქმედი ნივთიერებაა L-absorbic მჟავა. ის აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს და ახალი, ჯანმრთელი უჯრედის წარმოქმნას უწყობს ხელს. ამასთან ლიმონის წვენი ასუფთავებს ფორებს, ამცირებს სიწითლეს, კანის ზედაპირს ხდის გლუვს, აცილებს მას ცხიმიან სიპრიალეს.
ლიმონის წვენი – ბუნებრივი მათეთრებელი საშუალებაცაა. ის აუფერულებს პიგმენტურ და გამონაყრისგან დარჩენილ ლაქებს.
ლიმონის წვენი – სახის შესანიშნვი პილინგია, ის კანს რბილსა და ელასტიკურს ხდის.
ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის პიგმანტური ლაქებისა და ჭორფლის მოსაცილებლად შეგიძლიათ ლიმონის ნაჭერით დღეში 5-ჯერ გაიწმინდოთ კანი, ოღონდ 5-10 წუთში აუცილებლად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოშვებული და ცხიმიანი კანისთვის გაფართოვებული ფორებით ეფექტურია მინერალური წყლისა და ლიმონის წვენისგან (თანაბარი რაოდენობით) მომზადებული ლოსიონი.
ამ ლოსიონით სახე ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოთ, შეიშროთ და აღარ ჩამოიბანოთ.
როგორ გამოვიყენოთ ლიმონის წვენი კანისთვის?
არსებობს ორი ვარიანტი, გაიწმინდოთ სახე ლიმონის თხელი ნაჭრით, ან ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.
1. გამოიყენეთ მხოლოდ ქორფა და მწიფე ლიმონი.
2. გამოიყენეთ ხის დაფა და ბასრი დანა დასაჭრელად.
3. სუფთა ხელებით გამოწურეთ ლიმონიდან პირდაპირ ბამბის დამპონზე წვენი, შემდეგ დაიმუშავეთ კანის პრობლემური ადგილები, მოერიდეთ თვალის ირგვლივ ზონას. 5 წუთში ჩამოიბანეთ სახე.
მას შემდეგ, რაც ლიმონის წვენით დაიმუშავებთ კანს, აუცილებელია მკვებავი კრემის გამოყენება.
ასევე ლიმონის წვენი შეგიძლიათ დაუმატეთ შინ მომზადებულ ნიღბებსა და კრემებში.
მნიშვნელოვანია!
ლიმონის წვენმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებულად მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, რეკომენდებულია ლიმონის წვენის იგივე რაოდენობის წყალში გაზავება.