თმა ქალის სიმდიდრეა, იგი ნელა იზრდება და მას მოფრთხილება უნდა. უნდა იცოდეთ როდის შეჭრათ თმა და როდის უარი თქვათ ვარცხნილობის შეცვლაზე. თუმცა, არსებობს კიდევ რამდენიმე წესი, რათა ჯანმრთელი თმა დიდხანს შეინარჩუნოთ.
წესი პირველი: თმის შეჭრას ყველას ნუ ანდობთ. ადამიანი, რომელიც თმას გჭრით, ბიოველს გიცვლით. სალონში მისულმა მხოლოდ ვარცხნილობა კი არ უნდა აარჩიოთ, არამედ, ენერგიული და ხალისიანი სტილისტიც. რათა თმის შეჭრის შემდეგ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვარცნილობის შეცვლისას თუ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და პრობლემების მოგვარებას თავად ახერხებთ, აირჩიეთ თქვენ ტოლი ან თქვენზე ახალგაზრდა დალაქი. თუ ქრონიკულად არ გიმართლებთ, უმჯობესია, თმა ასაკიან, გამოცდილ სტილისტს შეაჭრევინოთ.
წესი მეორე: არასდროს შეჭრათ თმა თავად.
მესამე წესი: ეცადეთ, თმა შეგჭრათ თქვენივე სქესის ადამიანმა. თუ ქალს მამაკაცი შეჭრის თმას მას უსიამოვნებები ელის პირად ცხოვრებაში.
მეოთხე წესი: თუ გსურთ, თმა სწრაფად გაგეზარდოთ, სავსემთვარეობისას შეიჭერით. თუ მთვარის კლების პერიოდში შეიჭრით თმას, შეიჩერებთ თმის ცვენას და თმის ძირებს გაიმაგრებთ. ძველ სლავებს სწამდათ, რომ თუ ავადმყოფი თმის ბოლოებს შეიჭრიდა, ნეგატიურ ენერგიას მოიშორებდა და მალე გამოჯანმრთელდებოდა.
მეხუთე წესი: თმის შეჭრა არ შეიძლება მთვარის შემდეგ დღეებში: 9, 15, 23 და 29.
მეექვსე წესი: სანამ სტილისთან ჩაეწერებოდეთ, დაფიქრდით რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში და მის მიხედვით შეარჩიეთ დღე.
ორშაბათი კარგი დღეა თმის შესაჭრელად. მოიშორებთ ნეგატიურ ემოციას, დაგროვილ პრობლემებს. კარგი დღეა აგრეთვე თმის შესაღებადაც.
სტილისტთან სამშაბათს ჩაეწერეთ, თუ გრძნობთ, რომ ძალა ან ნებისყოფა არ გყოფნით რაიმეს გასაკეთებლად. ან მონოტონურმა ცხოვრების სტილმა დაგღალათ და აქტიურობა გსურთ.
ოთხშაბათს თმის შეჭრა ახალ ამბებს მოგიტანთ. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ ან მივიწყებულებთან აღადგინოთ ურთიერთობა. გახშირდება მგზავრობა და მოგზაურობა.
თმის შეჭრით ხუთშაბათს გაიუმჯობესებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. კეთილდღეობასა და პოპულარობას მოიპოვებთ.
პარასკევს (ქალთა სილამაზის დღე) ვარცხნილობის შეცვლასთან ერთად გარეგნობასაც შეიცვლით. ამიტომ, თუ გაკმაყოფილებთ როგორც გამოიყურებით, სალონს სხვა დღეს ეწვიეთ. თუ გალამაზება გსურთ, სალონს ეწვიეთ პარასკევს, როცა მზე თხის რქაში (24 დეკემბერი-22 იანვარი) ან კუროში (22 აპრილი-21 მაისი) გადაინაცვლებს.
შაბათს შეჭრილი თმა ჯანსაღად გაიზრდება. მოგეხსნებათ კარმული ვალები და საგვარეულო ცოდვები. უმჯობესია, თმა კვირას არ შეიჭრათ. რათა ბედი ან იღბალი არ შეიკვეცოთ.