რჩევები

მან ფეხები თეთრ სითხეში ჩააწყო. შედეგმა ყველაზე თამამ მოლოდინსაც გადააჭარბა! (+ვიდეოგაკვეთილი)

მან ფეხები თეთრ სითხეში ჩააწყო. შედეგმა ყველაზე თამამ მოლოდინსაც გადააჭარბა! (+ვიდეოგაკვეთილი)
ვიდეო
არსებობს მოსაზრება, რომ ფეხების მოვლა მხოლოდ ზაფხულშია საჭირო, მაშინ, როცა ღია ფეხსაცმელს ვატარებთ, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა, პედიკიურის გაკეთება როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის წლის ნებისმიერ დროს არის აუცილებელი. დაიმახსოვრეთ, ამაზე თქვენი ფეხების ჯანმრთელობაა დამოკიდებული!
მეტიც, შემოდგომაზე და ზამთარში ფეხებს კიდევ უფრო მეტი მოვლა სჭირდება, რადგან ისინი წინდებსა და თბილ ფეხსაცმელში იხუთებიან. ამ დროს ფეხების დაავადების გაჩენის შანსი მეტია. იმისათვის, რომ ფეხები ჯანმრთელი შევინარჩუნოთ, გთავაზობთ პედიკიურის მარტივ რეცეპტს, რომელსაც სახლის პირობებში გაიკეთებთ. ეფექტით კი ნამდვილად აღფრთოვანდებით!

პედიკიურის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:


მოზრდილი ტაშტი

რძე

სოდა

წყალი

როგორ გავიკეთოთ რძის პედიკიური

1. თავდაპირველად დაიბანეთ ფეხები, დაიჭერით ფრჩხილები და მოიცილეთ ლაქი. ფეხზე ფრჩხილები რეგულარულად უნდა დაიჭრათ, თორემ შესაძლოა, ისინი ჩაიზარდოს და პრობლემები შეგიქმნათ. ოღონდ ნუ დაიჭრით ძალიან ღრმად და ნუ დაიტოვებთ ბასრ კიდეებს.

2. დიდ ტაშტში ჩაასხით რამდენიმე ჭიქა თბილი რძე. ჩაყავით ფეხები ისე, რომ სითხემ მთლიანად დაფაროს ტერფები. თუ რძე არ გეყოთ, დაუმატეთ ცოტა თბილი წყალი. რძემჟავა კარგად მოქმედებს კანზე, არბილებს და ატენიანებს მას. გააჩერეთ რძეში ფეხები რამდენიმე ხნით, რომ კანს კარგად გაუჯდეს.

3. დაუმატეთ ტაშტში ცოტაოდენი სოდა და კარგად დაიმასაჟეთ ტერფები. სოდა ბუნებრივი სკრაბივით იმოქმედებს და კანიდან მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ. რძე კოჟრებისა და ნახეთქებისგან გაგათავისუფლებთ. ტყუილად არ იყო ჯერ კიდევ კლეოპატრასთვის რძე საუკეთესო აბაზანა.

4. პროცედურის შემდეგ ფეხებზე თბილი წყალი გადაივლეთ და შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით.

იხილეთ ვიდეოგაკვეთილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93