შემოდგომის დადგომისთანავე, ორგანიზმი სხვადასხვა სირთულეს - განწყობის გაფუჭებით დაწყებული, თმისა და კანის დაზიანებით დამთავრებული - აწყდება. გაეცანით რჩევებს, თუ როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი თმა და კანი და როგორ მოამზადოთ ისინი ზამთართან შესახვედრად.
თმა
შემოდგომაზე თმას რამდენიმე პრობლემა უჩნდება: ბზინვარების დაკარგვა, ცვენა, მტვრევა და ბოლოჭამიები. ამ პრობლემებთან გასამკლავებლად რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ:
შამპუნი - უნდა იყოს რბილი, რათა არ გამოაშროს თავის კანი. უპირატესობა მიანიჭეთ უსულფატო შამპუნს.
ბალზამი და ნიღაბი - ეცადეთ, ისინი თავად დაამზადოთ. გამოიყენეთ ნატურალური ინგრედიენტები, ზეთები და ვიტამინები.
მოვლა - დაბანის შემდეგ თმა ძალიან ცხელი ფენით არ გაიშროთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ ბალზამი და ნიღაბი გრილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ, ასე თმა მეტად ბზინვარე გახდება.
კანი
დატენიანება - სიცივის დადგომისთანავე კანი მეტად შრება და იქერცლება. ამიტომ, რაც მეტად დაატენიანებთ მას, მით მეტად დაიცავთ.
სკრაბი - უჯრედები სეზონისგან განურჩევლად კვდებიან, ამიტომ შემოდგომაზე სკრაბის გამოყენებაზე უარს ნუ იტყვით.
მზისგან დამცავი საშუალებები - მიუხედავად სიცივის დადგომისა, მზე მაინც მავნედ მოქმედებს ჩვენს კანზე, აჩქარებს დაბერების პროცესს. ამიტომ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებაზე ნუ იტყვით უარს.
ნიღბები - შეგიძლიათ უკვე გამზადებულებიც წაისვათ ან თავად დაამზადოთ. მთავარია, კანი მოვლილი იყოს ნებისმიერ ამინდში.
დაბოლოს, თმასა და კანზე რაც არ უნდა წაისვათ, გახსოვდეთ, რომ ვიტამინებისა და მინერალების ძირითად რაოდენობას ისინი საკვებიდან იღებენ. ამიტომ გაამდიდრეთ რაციონი ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით.