ლამაზმკერდიანი ქალბატონი ყველა მამაკაცისთვის სასურველია, მაგრამ სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, ეს ქალბატონებმა კარგად ვიცით. იმისთვის, რომ თქვენი სასურველი მამაკაცი მკერდის ფორმებით მოხიბლოთ, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას
სწორი მოვლა
100 გრ არაჟანი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ, მიღებული მასა ნაზად წაისვით მკერდზე და 20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ზეთი მკერდის მასაჟისთვის:
ავოკადოს, ჟოჟობასა და ზეითუნის ზეთი ერთნაირი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში (თითოეული დაახლოებით 50 მლ). შეგიძლიათ ასევე დაამატოთ ასკილის ზეთი.
აღსანიშნავია, რომ ავოკადოს ზეთი კანს არბილებს, ზეითუნის ზეთი შეიცავს anti-age ეფექტს, ჟოჟობა აღადგენს კანის უჯრედებს, ხოლო ასკილის ზეთი მკერდის კანს ჭიმავს. მისი მეშვეობით თქვენი მკერდის კანი არ იქნება მოშვებული.
ჟოჟობა ჩინური სიმულდციის სახელითაა ცნობილი. ზეთის შეძენა აფთიაქებშია შესაძლებელი.
ფიტნესი მკერდისთვის
1. ხელები მოხარეთ იდაყვებში, შეაერთეთ ხელის მტევნები, ხოლო იდაყვები გაიტანეთ მკერდის გასწვრივ, მხრების სიგანეზე. შეერთებული ხელის მტევნები მოადუნეთ და შემდეგ მკვეთრად მაგრად შეკარით. ეს მოქმედება გააკეთეთ 20-ჯერ.
2. გაშლილი ხელები აიტანეთ თავს ზემოთ, შემდეგ ჩამოიტანეთ მკერდამდე. ეს მოქმედება გააკეთეთ 10-ჯერ.
3. განზე გაშალეთ ხელები და ამოძრავეთ წრიულად, საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ კი საპირისპირო მხარეს. მოძრაობა შეასრულეთ 10-10-ჯერ.
4. გააკეთეთ აზიდვები. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვის აზიდვების გაკეთება სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეცადეთ, 10 აზიდვამდე ახვიდეთ.
5. ნელა ასწიეთ და ჩამოსწიეთ მხრები. სასურველია ეს ვარჯიში 10-ჯერ შეასრულოთ.