ყველა ქალი ოცნებობს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე. ამისათვის ისინი ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს მიმართავენ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, რომელიც ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ, მასაჟია.
ცნობილმა ფრანგმა კოსმეტოლოგმა ჟოელ სიოკომ საკუთარი კლიენტებისთვის მარტივი სახის მასაჟი შეიმუშავა.
მისი სალონის კლიენტები კი საკმაოდ ცნობილი ქალები არიან... ერთ-ერთი მათგანი მონიკა ბელუჩია. ეს პროცედურა აბსოლუტურად ყველა ტიპის კანისთვის არის მისაღები.
მასაჟის უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: კანი ხდება ბევრად ელასტიკური, მკვრივი და ეძლევა ჯანმრთელი ფერი. მასაჟისგან მეტი ეფექტის მისაღებად, შემდეგ შეგიძლიათ გაიკეთოთ გამაახალგაზრდავებელი ნიღბები.
გაიწმინდეთ სახე და ხელები და დაიწყეთ. მასაჟის თითეულ სახეობას თითო წუთი გამოუყავით.
1. ვაუმჯობესებთ ლიმფის მიწოდებას
კანის ფერის გასაუმჯობესებლად და შეშუპების მოსახსნელად: მსუბუქად დააწექით კანს ორივე ხელის საჩვენებელი, შუა და არათითით. დაიწყეთ მოძრაობა შუბლიდან და დაასრულეთ დეკოლტეს ზონაზე. ასტიმულირეთ ლიმფის მიწოდება, რაც ტოქსინებს გამოიტანს კანიდან.
2. კანის სიმკვრივისთვის
მსუბუქად დაიჩქმიტეთ კანი ცერა და საჩვენებელი თითების მეშვეობით. ეს მეთოდი კანს გაამკვრივებს. არ გამოგრჩეთ ყელის ზონა.
3. სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად
მსუბუქად დაირტყით თითები სახეზე. პროცედურის შემდეგ კანი უნდა შევარდისფრდეს. ამ მეთოდის საშუალებით გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და კანის ტონუსი მოიმატებს.
ფრანგი კოსმეტოლოგი დარწმუნებულია, რომ დაბერების პროცესიც ლამაზი უნდა იყოს. ამიტომაც პლასტიკური ქირურგების მომსახურებისა და კანის გადაჭიმვის გაკეთება არ ღირს. უმჯობესია, უბრალოდ, თავად მოვუაროთ სახეს და უფრო ხშირად გავიღიმოთ.