რჩევები

იდეალური მაკიაჟის 17 საიდუმლო, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

იდეალური მაკიაჟის 17 საიდუმლო, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
არაბანალური, მარტივი და ეფექტური მეთოდები ლამაზი და მოდური მაკიაჟის გასაკეთებლად... აუცილებლად ჩაინიშნეთ!

1. გადააქციე თვალის ფანქარი ლაინერად



ჩვეულებრივი ფანქარი მკვეთრ ხაზს ვერ ავლებს? წამში შეგიძლია მისი გამკვეთრება მარტივი ხრიკის მეშვეობით. გაახურე ფანქრის წვერი სანთებელით და შესანიშნავ ლაინერს მიიღებ. მნიშვნელოვანია: გაცხელების შემდეგ ცოტა ხანს გააგრილე ფანქრის წვერი, რათა კანი არ დაიწვა.

2. გაამკვეთრე თვალის ჩრდილები


იმისათვის, რომ შენი საყვარელი ჩრდილები უფრო მკვეთრი გახდეს, უფრო ლამაზად დაჯდეს თვალზე და მთელი დღე არ ჩამოგედღაბნოს, ქუთუთოზე ჯერ თეთრი ლაინერი წაისვი და
მის ზემოდან დაიდე ჩრდილები.

3. დაიხატე იდეალური ისრები


წვრილი ლაინერით, მოკლე შტრიხებით დაიხატე კონტური და მხოლოდ შემდეგ ამოავსე ის ლაინერით შიგნიდან.

4. დაიხატე ისრები სწრაფად


თუ წინა მეთოდი ზედმეტად რთულად მოგეჩვენა, უბრალოდ, აიღე ჩაის კოვზი, მიიდე თვალის ქუთუთოზე და დაიხატე თავისუფალი ადგილები.

5. ისწავლე მომნუსხველი smoky eyes გაკეთება


დაიხატე თვალის კუთხეში ბადე, შემდეგ კი სპონჟის ან აპლიკატორის მეშვეობით გაიდღაბნე. ვუალა!

6. წაისვი ტუში სუფთად


კვლავ კოვზი მოიმარჯვე: ის დაგიფარავს ქუთუთოებს და ტუშის წასმისას შემთხვევით არ დაისვრი მათ.

7. გააახლე ტუში


ერთი წვეთი ბუნებრივი ცრემლი ან ნებისმიერი თვალის წვეთები ტუშს ნორმალურ კონსისტენციას დაუბრუნებს და უფრო დიდხანს გემსახურება.

8. დაიხვიე წამწამები


თუკი წამწამების ასახვევ მაშას იყენებ, გააცხელე ის გამოყენებამდე ფენით: წამწამები უფრო მკვეთრად დაიხვევა და დიდხანს შეგინარჩუნდება.

9. გაიხშირე წამწამები


ტუშის წასმამდე თუკი წამწამებს დაიპუდრავ, ხშირი, გრძელი და იდეალურად განცალკევებული წამწამების ეფექტს მიიღებ.

10. დაიკარი წამწამები


თუკი დასაკრავი წამწამების გამოყენება გინდა, წაუსვი ხელოვნურ წამწამებს წებო თმის სარჭის მეშვეობით: ასე უფრო ზუსტად წაისმევა წებო, ვიდრე ბამბის ან კბილის საჩიჩქნი ჩხირით.

11. შეინარჩუნე ტუჩზე პომადა დიდხანს


მას მერე, რაც ტუჩზე პომადას წაისვამ, დაიკარი ტუჩს ზემოდან ხელსახოცი (წინასწარ გააცალკევე რამდენიმეფენიანი ხელსახოცი და მხოლოდ ერთი სიფრიფანა ფენა გამოიყენე) და ხელსახოცის ზემოდან დაიპუდრე – ოღონდ სპონჟით არა, ფუნჯით.

12. გააკეთე ტუჩის ექსკლუზიური მბზინავი საცხი ("ბლესკი")


დაგჭირდება ჩვეულებრივი ვაზელინი + ფხვიერი თვალის ჩრდილები = შენი ექსკლუზიური, პერსონალური ფერი მზად არის!

13. წაისვი პომადა სექსუალურად


გაიკეთე ფანქრით ზედა ტუჩის ცენტრში იქსი და მხოლოდ შემდეგ გადაისვი პომადა. ჩაღრმავება ზედა ტუჩზე ბევრად შესამჩნევი იქნება, ხოლო ტუჩები – უფრო მსხვილი.

14. დაფარე თვალის შეშუპებული უპეები


მარტივად და ეფექტურად: წაისვი კონსილიერი სამკუთხედად ქვედა ქუთუთოდან ლოყის ცენტრამდე.

15. წაისვი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა") სწორად


უბრალოდ, დაიდე ფანქარი ყურის ზედა და ღაწვის ყველაზე გამოწეულ ნაწილზე. ეს არის ხაზი, რომელზეც უნდა წაისვა "რუმიანა".

16. გაიკეთე კონტურირება

უბრალოდ, მიჰყევი ამ სქემას. ის იდეალურაი სახის ნებისმიერი ოვალისთვის!

17. განაახლე მაკიაჟი


თერმული წყალი დეზოდორანტის ჭურჭელში და ჩვეულებრივი ხელსახოცი – სულ ეს არის, რაც გჭირდება! შეისხურე სახეზე წყალი, შეიშრე ხელსახოცით და კვლავ შეისხურე: ხელსახოცი ზედმეტ სიბზინვარეს მოგაშორებს სახიდან და გაგითანაბრებს ტონს, ჩრდილებსა და "რუმიანას", ხოლო "ბოლო შესხურება" საჭიროა იმისათვის, რომ კანი არაბუნებრივად მშრალად არ გამოიყურებოდეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინ
ფანქრის მოხარშვას და თვალების დაწვას, პირდაპირ რომ ლაინერი ვიყიდოთ არაა?
12:45 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93