ეს არომატული სკრაბი არა მხოლოდ გადაჭიმავს მოშვებულ კანს, არამედ შეგიმცირებთ ცელულიტს, გლუვს გახდის კანს და საოცარ არომატს მიანიჭებს მას.
შემადგენლობა:
2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი;
1 სუფრის კოვზი შაქარი (უმჯობესია ყავისფერი);
5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი.
თუ ყავის ნალექი ძალიან მშრალია, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, შემდეგ შეურიეთ ეთერზეთი და შაქარი. სკრაბი მზად არის. ნუ გააჩერებთ მას დიდხანს, რადგან ეთერზეთი მალე ამოქრება.
წაისვით შხაპის ქვეშ ტანის გელი ან საპონი, შემდეგ მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სკრაბი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. მკერდის, დეკოლტესა და ბიკინის ზონაზე განსაკუთრებით ფაქიზად შეიზილეთ სკრაბი, რადგან აქ კანი ყველაზე ნაზია.
ბოლოს მიიღეთ შხაპი, შეიმშრალეთ და წაისვით ტანის კრემი.