საჭმლის შესაფუთი ცელოფნის სახვევი – კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საქმე მის სათბურის ეფექტშია.
ეს ეფექტი ამაღლებს სისხლის ცირკულაციის სიჩქარეს ორგანიზმში, აძლიერებს საოფლე ჯირკვლების მუშაობას, ორგანიზს აიძულებს აქტიურად გამოდევნოს ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები.
სათბური ეფექტის მქონე პროცედურები არა მხოლოდ წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ მთელი ორგანიზმის დეტოქსიკაციასაც და კანის მდგომარეობასაც აუმჯობესებს.
არსებობს ასეთი გამაჯანსაღებელი შეფუთვის რამდენიმე სახეობა. ჩვენ მათგან ორ ყველაზე პოპულარულს გთავაზობთ.
თაფლის სახვევი
ჩაასხით ჯამში თაფლი და შეათბეთ ნელ ცეცხლზე. დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი ციტრუსის (ლიმონის ან ფორთოხლის) ეთერზეთი.
მიღებული კომპოზიტი წაისვით სხეულის ყველაზე პრობლემურ ადგილებზე: თეძოებზე, მუცელზე და სხვა... მჭიდროდ შეიფუთეთ ცელოფნით ან ფოლგით, ზემოდან ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი და შემოიხვიეთ პლედი. დაჰყავით ასე ერთი საათი, შემდეგ მოიხსენით ცელოფანი და ჩამოიბანეთ.
სახვევი თიხით
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტიცელულიტური პროცედურა. სამედიცინო თიხა შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კანზე.
შეურიეთ თიხას ცოტაოდენი თბილი წყალი, რომ მიიღოთ კრემის სისქის მასა. წაისვით მიღებული მასა სხეულის პრობლემურ ზონებზე, შემოიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. ჩაიცვით თბილი სამოსი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეასრულოთ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშიც, რათა გააძლიეროთ ოფლის გამოყოფა. მთელ პროცედურას ერთი საათი დასჭირდება.
თუკი კვირაში ორჯერ შეძლებთ და გაიკეთებთ სახვევს, სწრაფადვე შეამჩნევთ სერიოზულ შედეგს. დაიკლებთ წონაში, ცელულიტი ალაგდება და "სტრიებიც" გაქრება. კანი მეტად რბილი, გლუვი და ელასტიკური გახდება. გაქრება გამონაყარიც.
პროცედურის გაკეთებამდე რეკომენდებულია, გაიწმინდოთ სხეული ნებისმიერი კოსმეტიკური სკრაბით. ასე უკეთეს ეფექტს მიიღებთ.
ყურადღება: თუკი გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე, ჰიპერტონია ან ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაქვთ, ეს პროცედურა თქვენთვის არ შეიძლება.