როცა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას იწყებენ, როგორც წესი, მხოლოდ დიეტაზე ფიქრობენ. და შესაძლოა, სპორტზეც. მაგრამ ჩვენ გეტყვით, რომ ჯანმრთელობის სერიოზულად გაუმჯობესება შესაძლებელია ცხელი აბაზანის მეშვეობითაც.
ამ პროცედურას სახელწოდებაც აქვს: დეტოქს-აბაზანა
მეცნიერებათა დოქტორი ნატაშა კემპბელ-მაბრაიდი საკუთარ წიგნში იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ჩავიტაროთ სხეულის დეტოქსი ცხელი აბაზანის მეშვეობით.
პირველი ნაბიჯი
მოიმარაგეთ რამდენიმე კოლოფი საკვები სოდა. ყოველი დეტოქს-აბაზანისთვის 1-3 კოლოფი დაგჭირდებათ. ერთი – ბავშვებისთვის, 3 – მოზრდილებისთვის.
საკვებ სოდას სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ის ორგანიზმს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენაში ეხმარება, ასევე, სხეულის ტოქსინების გათავისუფლებაშიც.
მეორე ნაბიჯი
შეიძინეთ მინერალური ზღვის მარილი. ის ძვირი არ ღირს, სამაგიეროდ, ძალიან მდიდარია მაგნიუმით, რომელიც შესანიშნავია ძვლების, ქსოვილებისა და სახსრების დეტოქსიკაციისთვის. ბავშვებისთვის რეკომენდებულია, სტანდარტული ზომის აბაზანაში ჩაყაროთ 1/2 ჭიქა ზღვის მარილი. უფროსებისთვის – დიდ აბაზანაში ჭიქა.
მესამე ნაბიჯი
შეიძინეთ ლავანდის ეთერზეთიც. მას მოსადუნებელი ეფექტი აქვს, ხსნის დაღლილობას, თავის ტკივილს, ასევე, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. 3-4 წვეთი საკმარისი იქნება.
მეოთხე ნაბიჯი
გამონახეთ საკუთარი თავისთვის კვირაში 3-4 დღე 40 წუთი. საუკეთესო იქნება ამ პროცედურის საღამოს გაკეთება. ის მართლაც აჯანსაღებს სხეულს და აახალგაზრდავებს მას. მაგნიუმი, რომლითაც მდიდარია ზღვის მარილი, დაგეხმარებათ მოიხსნათ დაღლილობა დაძაბული დღის ბოლოს და მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ.
დაჰყავით ცხელ აბაზანაში 20-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ შხაპით და შეიმშრალეთ.
დაიმახსოვრეთ, რომ ასეთი აბაზანა საკმაოდ ადუნებს, ამიტომაც მისი მიღება არ არის რეკომენდებული დილას და შუადღისას.
იმისათვის, რომ იგრძნოთ ამ პროცედურის უპირატესობა, საჭიროა კვირაში სამჯერ მაინც მიიღოთ ასეთი აბაზანა.
სავარაუდოდ, პროცედურა იმდენად მოგეწონებათ, რომ მისი რეგულარულად გაკეთება მოგინდებათ, მაგრამ ძალიანაც ნუ გადააჭარბებთ. კვირაში 3-4 პროცედურა ოპტიმალურია, მეტი არ გინდათ.