რჩევები

ფეიხოასა და თაფლის ნაერთი იოდის შეუცვლელი საბადო

ფეიხოასა და თაფლის ნაერთი იოდის შეუცვლელი საბადო
უამრავი სტატია თუ რეცეპტი დაიწერა ფეიხოას სასარგებლო თვისებებზე, ჩვენ კი შემოგთავაზებთ ფეიხოას განსაკუთრებულ ჯემს.
ფეიხოასა და თაფლის ნაერთი უმეტესწილად გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ. ის სასარგებლოა ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. შეიცავს С, В, Р ვიტამინებს.

ხშირად დარღვევები ორგანიზმში განპირობებულია იოდის ნაკლებობით, მოზარდებში მისი ნაკლებობა ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას, ასევე ინტელექტუალურ განვითარებას.


სამკურნალო მასის მისაღებად საჭიროა ინგრედიენტების ზუსტი თანაფარდობა
1:1, მაგრამ ფეიხოას მიღება აუცილებელია ცოცხალი სახით, რადგან წამოდუღებისას ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ჯემის მოსამზადებლად აიღეთ 1 კგ ფეიხოა , გარეცხეთ და მოაცილეთ თავი და ბოლო. არ არის საჭირო მისი გათლა, რადგან ფეიხოას კანშიც უამრავი ვიტამინია და მისი მიღება სასარგებლოა. გარეცხილი ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასაში კარგად აურიეთ თაფლი, თუ თაფლი არ გაქვთ შეგიძლიათ შაქარი გამოიყენოთ, ჯემმა უფრო სასიამოვნო გემო რომ მიიღოს.


შემდეგ გადაიტანეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში 1 დღე, მიიღე 1 ჩ/კ დღეში სამჯერ. შეგიძლიათ წყალშიც გახსნათ.
მინდა გითხრათ, რომ ფეიხოას ჯემს ოჯახში მაშინ ვიყენებდით, როცა დედას ფარისებრი ჯირკვალი აღმოაჩნდა, ქირურგიული ჩარევა კი არ შეიძლებოდა, ამიტომ სახლში დამზადებულმა ფეიხოას ჯემმა საოცრება მოახდინა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 16 /
ანასტასია
მაცივარში შენახვა ცხელ დღეებში აუცილებელია, რადგან ცოცხლად, უცეცხლოდ მზადდება და რომ არ ამჟავდეს, ხოლო გვიან შემოდგომით და ზამთარში, შეიძლება გარეთ, სიცივეშიც შევინახოთ უმაცივროდ. მაცივარში,ჩვეულებრივ -4C-ზე ინახება დიდხანს,თუნდაც მთელი ზამთარი და მეტ ხანსაც.რაც შეეხება შაქარს, უმატებენ 1კგ-ზე 1-2კგ.შაქარს,ვისაც როგორ მოწონს.
14:38 / 29-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე მაცივარში საერთოდ არ ვინახავ. შაქარში უნდა გააჩეროთ რამოდენიმე დღე ( ემალის ჭურჭელში ) და ხშირად მოურიოთ ხის კოვზით. შემდეგ ვასხამ მინის ქილებში, ვაფარებ ქილას სპირტში ან არაყში ამოვლებულ პერგამენტის ქაღალდს და ვხუფავ.
09:48 / 22-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93