რჩევები

სილამაზე 40 წლის შემდეგ: პრობლემები, რომლებზეც არ ვსაუბრობთ

სილამაზე 40 წლის შემდეგ: პრობლემები, რომლებზეც არ ვსაუბრობთ
40 წლის შემდეგ სილამაზე მხოლოდ პატარა ნაწილით არის გენეტიკაზე დამოკიდებული, ამ დროს უმთავრესია - საკუთარი თავის მოვლა. თუმცა, ასაკთან ერთად თავის მოვლა უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან ჩნდება ახალი პრობლემები. როგორ გადავწყვიტოთ ისინი და დავრჩეთ ლამაზი?

წარბები სულ უფრო თხელდება

რატომ ხდება ასე: წარმების თმის ცვენა შეიძლება დაავადება ჰიპოთირეოზის სიმპტომები, ან უბრალოდ, ასაკობრივი მოვლენა იყოს.

რა უნდა მოვიმოქმედოთ: შესაძლებელია ბიმატოპროსტის წვეთების გამოყენება, რომლებიც წამწამები და წარბის თმა ამოჰყავს, თუმცა, გამოყენებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. ამასთან,
წარბის სწორ მაკიაჟს ფანქრისა და გელის მეშვეობით, შეუძლია წარბების უწინდებური სილამაზე დააბრუნოს.

მეჩვენება, თითქოს მაკიაჟი მაბერებს

რატომ ხდება ასე: ნამდვილად არ გეჩვენებათ! პუდრა შეიცავს სილიკონებს, რომლებიც ნაოჭებში ჯდება და ამგვარად მათ უფრო შესამჩნევს ხდის.

როგორ მოვიქცეთ: შეიძინეთ თხევადი ტონალური კრემი და სპონჟის მეშვეობით წაისვით. შემდეგ ბამბის ჩხირით გაისუფტავეთ ნაოჭებში ჩარჩენილი მასა.

თვალების ქვეშ შავი წრეები გაჩნდა

რატომ ხდება ეს: ასაკთან ნაზი კანი თხელდება და უფრო გამჭვირვალე ხდება, ამიტომ, კაპილარები  უფრო შესამჩნევი ხდება.

რა მოვიმოქმედოთ: გამოიყენეთ რეტინოლის შემცველი ღამის კრემი, რომელიც კოლაგენის სტიმულაციას გამოიმუშავებს და კანს ამაგრებს. წრეების შესანიღბად წაისვით კონსილერი და ჰაილაითერი.

რამდენი ხანიც არ უნდა მეძინოს, მაინც დაღლილი სახე მაქვს

რატომ ხდება ასე: ასაკთან კანი და კუნთები ეშვება, ცხიმოვანი კანი დაბლა იწევს. კანის დასიება იზრდება მარილებისგან და ძილის დროს პოზებისგან.

როგორ მოვიქცეთ: მოფამფალებულ კანს ბლეფაროპლასტიკა შველის. დასიების შესამცირებლად, ძჳლის დროს დამატებითი ბალიში ამოიდეთ თავქვეშ, დილით კი ცივი კომპრესები დაიდეთ თვალებზე.

ზედა ტუჩის მაღლა ნაოჭი გამიჩნდა

რატომ ხდება ასე: იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასოდეს მოგიწევიათ და არ გიყვართ საწრუპავით სასმელების დალევა, ზედა ტუჩის მაღლა ნაოჭი მაინც ჩნდება.

რა მოვიმოქმედოთ: კანის გასამკვრივებლად გამოიყენეთ პეპტიდებისა და კოლაგენების შემცველი ტუჩის საშუალებები.

როგორ ვებრძოლოთ თმებს ნიკაპზე და ზედა ტუჩის მაღლა?

რატომ ხდება ეს: 40წლისთვის ესტროგენების წარმოქმნა მცირდება და იზრდება ანდროგენების ზემოქმედება. შედეგი: მუქი და სქელი თმები თავს იჩენს ტუჩის ზემოთ და ნიკაპზე.

რა მოვიმოქმედოთ: გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება: პინცეტი, ცვილი, თუმცა, პარსვისგან თავი შეიკავეთ, მიმართეთ გინეკოლოგს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
რუსკა
сосуды სისხლძარღვებია
04:12 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
ლექსიკონი რა ხილია იცით "ჯურნალისტო"!! :)))))))
17:59 / 22-11-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93