კანის მოსავლელად ქალები უამრავ საშუალებას იყენებენ. ყველა ჩვენგანის სახლში არსებობს ტანის კრემი, რომელიც რაღაცის გამო არ მოგვეწონა, გადაგდება კი გვენანება.
ნურც გადააგდებთ, რადგან ჩვენ გასწავლით რამდენიმე მეთოდს, რომლის დროსაც აუცილებლად დაგჭირდებათ ტანის კრემი.
როგორ გამოვიყენოთ ტანის კრემი
1. დაელექტროებული თმისა და ტანსაცმლისთვის
ზამთრის ერთ-ერთი თანმდევი პრობლემაა – სტატიკური ელექტროობა, ანუ დაელექტროებული თმა და სამოსი. ამ პრობლემას სწრაფად მოაგვარებთ, თუკი ხელებზე წაისვამთ ტანის კრემს და გადაისვამთ თმაზე ან დაელექტროებულ ტანსაცმელზე. არასასიამოვნო ეფექტი მომენტალურად გაქრება!
2.ღრმა დატენიანება
ხარისხიანი ტანის კრემი გამოდგება სახის შესანიშნავ დამატენიანებლადაც. უბრალოდ, წაისვით სახეზე სქელ ფენად ტანის კრემი, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.
3. დაუმორჩილებელი თმა
თავის დაბანის შემდეგ სველ თმაზე წაისვით რამდენიმე წვეთი ტანის ლოსიონი ან კრემი, კარგად შეიზილეთ მთელ სიგრძეზე და ასე გაიშრეთ. თმა მორჩილი გახდება და ლამაზად გაშრება. ასევე შეგიძლიათ უკვე მშრალ თმაზეც მოსინჯოთ ეს ხრიკი. ოღონდ ამ შემთხვევაში ხელებზე წაისვით კრემი და ჩამოისვით თმის მთელ სიგრძეზე.
4. სუპერსკრაბი
გამოიყენეთ კრემი, როგორც სკრაბის ერთ-ერთი ინგრედიენტი. დამატებით ინგრედიენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის ნალექი, შაქარი, მარილი, შვრიის ფანტელი და გატარებული ნიგოზიც კი.
5. ნუნების მოცილება
ნუნების მოჭრამდე თითებზე კარგად შეიზილეთ ტანის კრემი ან ლოსიონი. ახლა ნუნებს მარტივად და უმტკივნეულოდ მოიჭრით.
6. გაპარსვის უჩვეულო მეთოდი
თუკი საპარსი კრემი გაგითავდათ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ტანის ან ხელის კრემი. მშრალად გაპარსვა კრემით კანის გაღიზიანების გარეშე ჩაივლის.
7. თითზე ჩაჭედილი ბეჭედი
თითიდან ბეჭდის ადვილად მოსახსნელად წაისვით თითებზე ბლომად ტანის კრემი. ბეჭედს მარტივად მოიხსნით თითიდან.