ქერტლის გაჩენის მიზეზი ბევრია: დასუსტებული იმუნიტეტი, თავსაბურავები, სტრესები... ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც თავის კანის სიმშრალეს იწვევს. მაგრამ ნუ დაღონდებით ამ პრობლემის გამო. ალოე, თაფლი, სეზამის ზეთი, ვაშლის ძმარი – ეს ერთ ფლაკონში მოქცეული თმის მთავარი დამხმარეა.
დაგჭირდებათ:
ალოეს ფოთლები
ზეითუნის ზეთი 7 ს/კ
თაფლი 2 ს/კ
ვაშლის ძმარი 4 ს/კ
წყალი 20 ს/კ
გამოყენება:
პირველი ეტაპისთვის დაგჭირდებათ მსხვილი და ხორციანი ალოეს ფოთლები. მოაჭერით მცენარეს ასეთი ფოთლები, გარეცხეთ, მოაჭერით კანი და ეკლები. შემდეგ გაიწმინდეთ კანი მცენარით და გაიჩერეთ 30 წუთი.
ამასობაში ზეთში აურიეთ თაფლი და წაისვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე, თან მსუბუქად დაიმასაჟეთ თავის კანი.
ახლა ჩამოივარცხნეთ თმა.
სასურველია გადაივლოთ თმაზე წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი, გაიჩეროთ კიდევ 30 წუთი და ჩამოიბანოთ ნიღაბი შამპუნით.
ინგრედიენტები მოცემულია გრძელი თმისთვის.