იმისათვის, რომ გქონდეთ, მაგალითად, ბლეიკ ლაივლის მსგავსი თვალისმომჭრელად თეთრი ღიმილი, შეგიძლიათ ესტუმროთ სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც პროფესიონალურად გაგიწმენდენ კბილებს; ან გაითვალისწინოთ ამერიკელი სტომატოლოგის, შერი ვორსის რჩევები და თავად, სახლის პირობებში გაითეთროთ კბილები.
1. ქიმიის გაკვეთილი
იმისათვის, რომ დამოუკიდებლად გაითეთროთ კბილები, მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 3 ჩ.კ. სოდას დაასხით 2 ჩაის კოვზი 3%-იანი "პერეკისი" და ამ ნაერთით გაიხეხეთ კბილები. ნუ გადააჭარბებთ, თორემ დაიზიანებთ კბილის მინანქარს. ამ მეთოდის ჩატარება კვირაში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ და ერთ თვეში შედეგი აშკარა იქნება.
2. გამოიყენეთ კოქტეილის ჩხირი
როგორც ცნობილია, ყავა და ჩაი კბილებზე ნადებს აჩენს. იმისათვის, რომ უარი არ თქვათ საყვარელ სასმელებზე, დალიეთ ისინი კოქტეილის ჩხირით. ასე თავიდან აიცილებთ კბილებზე საღებავების ზემოქმედებას. ასევე დალიეთ შავი ღვინოც და "კოლაც". უკეთესი ეფექტისთვის, ტრაპეზის შემდეგ გაიხეხეთ კბილები ან უბრალოდ, გამოივლეთ წყალი.
3. ვაშლი კბილის ჯაგრისის მაგივრად
თუკი ჭამის შემდეგ ხელთ არ გაქვთ კბილის ჯაგრისი და პასტა, უბრალოდ, შეჭამეთ მწვანე ვაშლი, რომელიც ხილის მჟავის მეშვეობით კბილებს გაწმენდს და გაანადგურებს ბაქტერიებს პირის ღრუში, მოაცილებს ნადებს ბუნებრივი გზით.
4. ვიზაჟი
ამ მეთოდს ბევრი ცნობილი ვიზაჟისტი იყენებს: უბრალოდ, წაისვით მუქი წითელი პომადა. ხრიკი შემდეგში მდგომარეობს: უნდა აირჩიოთ ამ ფერის ცივი ტონები. სწორედ ისინი ფარავს კბილების ნადებს და ვიზუალურად კბილები ბევრად თეთრი ჩანს.