საკუთარი იმიჯის შესაქმნელად ქალს უამრავი სამოსის მორგება უწევს. შეცდომა რომ არ დაუშვათ და სამოსმა წლები არ მოგიმატოთ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.
1. ერთი ფერის ჩანთა, ბიჟუტერია და ფეხსაცმელი - ამ ტრენდმა აქტუალობა დაკარგა. მის მფლობელს კი რამდენიმე წელს მიუმატებს.
2. ნუ ჩაიცვამთ ზეთისხილისფერს, ჭაობისფერ სამოსს - ის სახეს უფერულ, არაჯანსაღ იერს შესძენს.
3. ატლასი, მაქმანი, ნატი ახალგაზრდა ქალს აბერებს. განსაკუთრებით, დღის პირველ ნახევარში თუ ჩაიცვამთ.
4. მაკიაჟში ღია ვარდისფერი, ატმისფერი ფერები გამოიყენეთ, მუქი ტონები ასაკს მოგიმატებთ.
5. ბევრს ჰგონია, რომ შავი ფერი აბერებს. თუმცა ეს საკითხი სადავოა და გასათვალისწინებელია სამოსის ტიპი და მაკიაჟი. დახვეწილ შავ კაბაში გამოწყობილი ქალი, სწორად შერჩეული მაკიაჟით მუდამ მომხიბვლელად გამოიყურება. გასახალისებლად გამოიყენეთ ფერადი შარფი ან აქსესუარი.
6. არ ჩაიცვათ უფორმო და თავისუფალი სამოსი. ასეთი ფასონი იდეალური პარამეტრის მოდელებს უხდებათ.
7. მოერიდეთ ნეონის ფერის სამოსის ჩაცმას. ეს ფერი მოდიდან 20 წლის წინ გადავიდა. უმჯობესია, უბრალოდ, მკვეთრი ფერის სამოსი ჩაიცვათ.
8. შეარჩიეთ სწორი სიგრძე და ფორმა. ქალებმა, რომლებსაც არაიდეალური სხეულის ფორმა აქვთ, უნდა ჩაიცვან მუხლს ოდნავ ქვემოთ კაბა; სწორი, კოჭს რომ ფარავს, იმ სიგრძის შარვალი და V ფორმის გულამოჭრილი სვიტერი.
9. გახსოვდეთ, რომ მუქი ფერის სამოსი ასაკს გმატებთ, ღია ფერის ახალგაზრდულ იერს მოგანიჭებთ.
10. მოერიდეთ აქსესუარების გადამეტებულ გამოყენებას. რაც უფრო მინიმალური სამკაული გეკეთებათ, მით უკეთესია.
11. სამოსი ასაკს უნდა შეესაბამებოდეს. თუ 20 წლისას მინი-კაბები გეცვათ, 20 წლის შემდეგ კაბის სიგრძე ცოტათი უნდა დააგრძელოთ, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ფორმები შეგეცვალათ. ნუ გაიკეთებთ მკვეთრ, ახალგაზრდულ მაკიაჟს. თანამედროვედ რომ გამოიყურებოდეთ, საკმარისია, მოდის ტენდენციებს (სამოსის ფერი, ფასონი) ზომიერად მისდიოთ.
12. მოერიდეთ შემდეგ შეხამებას: ქვედა კაბა და ჟაკეტი, ან შარვალი და პიჯაკი. თუ რა თქმა უნდა, სამსახურში მიდიხართ და არა კაფეში, მეგობრებთან შესახვედრად.
13. ნებისმიერი სამოსის ჩაცმისას ეცადეთ გამოკვეთოთ წელი.
14. მკვეთრი მაკიაჟი, თმის უჩვეულო ფერი და აქსესუარების სიმრავლე წლებსაც მოგიმატებთ და უაზრო შეხედულებასაც შეგძენთ.
15. ჯანსაღი, მბზინვარე თმა, ზომიერი მაკიაჟი - შეუდარებელს გაგხდით. და არა სახეზე ტონობით პუდრისა და ტონალურის წასმა, ლაქი - თმაზე.