ყველას სურს, ჰქონდეს პრიალა და მბზინავი თმა. ხანდახან ჩვენ იმდენად ვენდობით რეკლამას, რომ უამრავ ფულს ვხარჯავთ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებაზე, რათა გავისწოროთ თმა. ან უარესი, ვიწვავთ ფენითა და უთოთი.
მაგრამ არსებობს მინიმუმ 3 მეთოდი, რომელიც სახლის პირობებში თმის ბუნებრივად გასწორებასა და რაც მთავარია, გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
1. კვერცხი
კვერცხი – ეს ერთ-ერთი საუკეთესო მკვებავი ნივთიერებაა თქვენი თმისთვის. პირველ რიგში, მასში დიდი რაოდენობით ცილაა, მეორეც – ლეციტინი, მესამე – სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები. ამიტომაც თმის თითქმის ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება კვერცხის მეშვეობით!
შეგიძლიათ დაიწყოთ ამ მარტივი პროცედურით. შეურიეთ ერთი კვერცხის ცილა ერთ კოვზ თაფლს და ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს. კარგად აურიეთ სამივე ინგრედიენტი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ რბილი შამპუნითა და გრილი წყლით.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა, რამდენჯერაც მოგესურვებათ.
2. ლუდი
ლუდი – ეს კიდევ ერთი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც ეფექტურად გამოიყენება თმის სამკურნალოდ. მასშიც, როგორც კვერცხში, შედის დიდი რაოდენობით ცილა, ასევე, ალაო, რომელიც ძალიან სასარგებლოა თმისთვის.
თავდაპირველად კარგად დაიბანეთ თმა, შემდეგ გადაივლეთ ლუდი. შეიზილეთ თმასა და თავის კანში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი თბილი წყლით.
პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
3. ქოქოსის ზეთი
ეს მესამე ძალიან ეფექტური საშუალებაა თმის დასაცავად. ქოქოსის ზეთი აღადგენს თმის ბალანსს და საუკეთესო მკვებავი პროდუქტია.
უბრალოდ, დაისხით ხელისგულზე ცოტაოდენი ზეთი, შემდეგ შეიზილეთ მშრალ ან სველ თმასა და თავის კანში. შეიფუთეთ თბილი პირსახოცით და გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
როგორც ხვდებით, თმას გამუდმებით მოვლა სჭირდება. გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული რჩევები და უკვე ერთ თვეში თქვენს თმას არც სპეციალური უთოთი გასწორება და არც ფენი აღარ დასჭირდება.