გაიღიმე ხშირად, ღიმილი ხომ – წარმატებული დღის უფასო გარანტია! იმისათვის, რომ შენი კბილები მარგალიტივით თეთრი იყოს და უფრო ხშირად და სიამოვნებით გაიღიმოთ, გთავაზობთ კბილების გათეთრების ბუნებრივ და ძალიან ეფექტურ მეთოდს.
ეს მათეთრებელი საშუალება: მოგაცილებთ ნადებს, კლავს ბაქტერიებს პირის ღრუში და კბილის ემალს იცავს დაზიანებისგან.
ინგრედიენტები:
1 ს/კ ზეითუნის ზეთი ან წყალი
1 ჩ/კ კურკუმა (ინდური სანელებელი, იყიდება სუნელებში)
გამოყენება:
კარგად გახსენით კურკუმა წყალში ან ზეთში. ჩააწეთ კბილის ჯაგრისი მომზადებულ მასაში და გაიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ.
გაიჩერეთ მასა პირში კბილების გახეხვის დასრულებიდან კიდევ 3-5 წუთი.
შემდეგ კი გამოივლეთ წყალი.
დაიმახსოვრეთ, პირის ღრუს სწორი ჰიგიენისთვის აუცილებელია კბილების დღეში ორჯერ გახეხვა: საუზმის შემდეგ და ძილის წინ. რეკომენდებულია, გამოივლოთ წყალი პირში საკვების ყოველი მიღების შემდეგ და კვირაში 2-ჯერ გამოიყენოთ კბილების მათეთრებელი ბუნებრივი საშუალება. მაგალითად, ის, რომელიც ახლა გასწავლეთ.