ხშირად ქალები მნიშვნელოვან ღონისძიებამდე 1 თვით ადრე აღთქმას დებენ, რომ მოემზადებიან საგულდაგულოდ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სხვა უამრავი საქმის გამო ვერ ახერხებენ. ამიტომ მზადება იწყება 2-3 დღით ადრე.
პირველ რიგში, საჭიროა სახის წესრიგში მოყვანა. ამისათვის უნდა წაისვათ სწრაფი მოქმედების ძვირად ღირებული კრემები, რისი საშუალებაც ყველას არ აქვს.
ამიტომაც გთავაზობთ ეფექტური ნიღბის ხელმისაწვდომ რეცეპტს.
დაგჭირდებათ:
• 70 გრ ბრინჯი
• 50 გრ შვრიის ფანტელი
• 1 ნიგოზი
• 1/3 მწიფე ბანანი
• წყალი
მომზადების წესი:
დაფქვით ბრინჯი, დაამატეთ კარგად დაქუცმაცებული შვრიის ფანტელი და ნიგოზი. დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით და დაუმატეთ მასას, ნელ-ნელა დაასხით წყალი. მასა სქელი უნდა გამოვიდეს.
დასაწყისისთვის გაიწმინდეთ სახე გვირილის ჩაით და სკრაბით. დაიდეთ ნიღაბი ნახევარი საათით და თბილი ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ექსპრეს-ნიღაბი შესანიშნავად ჭიმავს კანს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაცადი რეცეპტი გამოგადგებათ.
ასევე იხილეთ:
სილამაზის ფრანგული სალათა: სახის კანის უნიკალური მოვლა
კანის ღრმა წმენდის ეფექტური მეთოდი კბილის პასტითა და ჯაგრისით
თუ სახეს ამ ფქვილით დაიბანთ, კანიდან შავ წერტილებს სამუდამოდ მოიშორებთ