ყველა გამოცდილმა დიასახლისმა იცის, რომ ბევრი კერძის მომზადებისას ჟელატინია საჭირო. თუმცა ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი არა მხოლოდ კულინარიაშია შეუცვლელი, არამედ სხვა, თითქოსდა შეუფერებელ სფეროშიც...
გთავაზობთ ჟელატინის გამოყენების 6 მეთოდს, რომელიც თქვენთვის აღმოჩენა გახდება.
1. ჟელატინის ნიღბები სახისთვის
- ჟელატინზე მზადდება ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, რომლებშიც შედის ასევე წყალი, თაფლი, გლიცერინი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. ასეთი შინაური საშუალება თავისი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირად ღირებულ სალონურ პროდუქტებს.
მაგრამ დღეს გთავაზობთ ნიღაბს, რომელიც ხელის ერთი მოსმით მოგაცილებთ შავ წერტილებს სახიდან.
- 1 ჩ.კ. ჟელატინის ფხვნილს შეურიეთ დაფხვნილი აქტივირებული ნახშირის აბი, დაასხით 2 ჩ.კ. ცივი რძე და კარგად აურიეთ. შეათბეთ მასა 15 წამის განმავლობაში მიკროტალღურ ღუმელში, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, წაისვით ნიღაბი პრობლემურ ადგილებზე და დაელოდეთ ნიღბის სრულ გაშრობას.
არ დაგავიწყდეთ, რომ ნიღაბი გასუფთავებულ და დაორთქლილ კანზე უნდა დაიდოთ. კვირაში რამდენჯერ? ერთხელ საკმარისი იქნება!
2. თმის ნიღაბი
- ყველაზე მარტივი ვარიანტი: 1 ს/კ ჟელატინს დაასხით 3 ს/კ ცხელი წყალი ან რძე. როცა ჟელატინი გაფუვდება, დაუმატეთ 1 ს/კ თმის ნებისმიერი ნიღაბი ან ბალზამი. წაისვით მომზადებული ნიღაბი დაბანილ, სველ თმაზე, შეიფუთეთ პოლიეთილენის პაკეტით ან დაიხურეთ შხაპის ქუდი, ზემოდან კი შეიფუთეთ პირსახოცით.
ნახევარ საათში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გარდა იმისა, რომ ეს ნიღაბი შესანიშნავად აჯანსაღებს თმას, ლამინირებასაც უკეთებს მას.
3. ფრჩხილების აბაზანა
- ცხელი აბაზანა ჟელატინით დაზიანებულ ფრჩხილებს აღადგენს. ასეთ აბაზანაში რეკომენდებულია დაუმატოთ ლიმონის წვენიც, რამდენიმე წვეთი. ჩააწყვეთ თითები ამ ნარევში 15-20 წუთი, შემდეგ კი დაიბანეთ თბილი წყლით. რა თქმა უნდა, წაისვით ხელის კრემი.
4. სახსრების წამალი
ჟელატინისგან სამკურნალო ნაყენებსა და კომპრესებსაც ამზადებენ. მას სახსრების დაავადების პროფილაქტიკისთვის იყენებენ.
5. ანტიცელულიტური საშუალება
ჟელატინი ცელულიტსაც მოგაშორებთ. ამ პროდუქტზე დამზადებული ცხელი სახვევები ძალიან ეფექტურია "ფორთოხლის კანის" მოსაშორებლად.
6. ჩიტების საკენკი
- თავის მოვლა – ეს შესანიშნავია, მაგრამ სხვებსაც ხომ უნდა მივხედოთ? მაგალითად, ჩიტებს ზამთარში? ჩვეულებრივი საკენკისგან შესანიშნავი რამის გაკეთება შეგიძლიათ.
გახსენით ჟელატინი თბილ წყალში, ჩაყარეთ მასში ჩიტის საკენკი და კარგად აურიეთ. გაანაწილეთ მიღებული მასა ფორმებში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ძაფის მარყუჟი. შედგით ფორმები მაცივარში. როცა მასა გაცივდება, თამამად ამოიღეთ ფორმიდან და დაკიდეთ საჩუქრები ჩიტებისთვის ხეებზე.