2015 წლის beauty-ჰიტი - თმის სხვადასხვა ფერში შეღებვა, როგორც ეს მაილი საირუსს, კაილი ჯენერსა და ჰილარი დაფის მაგალითზე ვიხილეთ, არათუ გადავიდა მოდიდან - გაგრძელება ჰპოვა.
ახალი beauty-აღმოჩენის ავტორი სტილისტი ურსულა გოფი გახლავთ. მისი შთაგონების წყარო კი ხელოვნების ცნობილი ნიმუშები გახდა.
მხატვრის თქმით, მას პირველ რიგში ბუნება შთააგონებს. "ფერთა თეორია - ჩემი ძლიერი მხარეა" – ამბობს სტილისტი.
ურსულა გოფმა უკვე არაერთი "ტილო" შექმნა: კლოდ მონეს "წყლის ლილიები", ენდი უორჰოლის მერილინ მონრო, იან ვერმეერის "გოგონა მარგალიტის საყურით" და სხვა.
"როგორც წესი, კლიენტებს თავიდან მხოლოდ მსუბუქი ტონირება სურთ, მაგრამ თმის შეღებვის პროცესში უფრო მეტი ფერის დამატებას ითხოვენ.
შედეგად კი მკვეთრი და ლამაზი ფერები გამოდის, როგორც ნახატებზე" - ამბობს სტილისტი.
თქვენ მზად ხართ ასეთი ექსპერიმენტებისთვის?