როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მნიშვნელობა არ აქვს, რა ღირს ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებითაც თავს უვლით. მთავარია, რამდენად სწორად და დროულად მიხედავთ სახეს, რათა შეაჩეროთ დაბერების პროცესი.
მაშ ასე, როგორ მოვუაროთ სწორად სახის კანს
სახისა და ყელის გაწმენდა დღეში 2-ჯერ არის საჭირო: დილით ზედმეტი ცხიმისგან, ხოლო საღამოს მტვრისა და კოსმეტიკისგან. შეარჩიეთ გამწმენდი საშუალება თქვენი კანის ტიპის მიხედვით. ცხიმიანი კანისთვის დასაბანი ქაფი ან გელი გამოდგება, ხოლო მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის - გამწმენდი რძე.
წაისვით გამწმენდი საშუალება მასაჟური ხაზებზე, თან მსუბუქად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წამი და ჩამოიბანეთ. თვალის მაკიაჟის ჩამოსაშორებლად სპეციალური ლოსიონები თუ ზეთოვანი საშუალებები გამოიყენეთ.
შრატის სპეციალური ფორმულა საშუალებას აძლევს აქტიურ ინგრედიენტებს, ღრმად შეიჭრას ეპიდერმისის შრეში. შრატები არსებობს როგორც ზეთოვანი, ასევე წყლის კონსისტენციის და რა თქმა უნდა, თითოეული სხვადასხვა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი.
წაისვით პროდუქტი თხელ ფენად დღეში ორჯერ. ზოგიერთი გამაახალგაზრდავებელი შრატი შეიცავს რეტინოლს, რომელიც კანს მზის მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ამიტომაც ქუჩაში გასვლის წინ გამოიყენეთ SPF-ფილტრიანი კრემი.
წაისვით თვალის ირგვლივ კანისთვის განკუთვნილი კრემი მსუბუქი მოძრაობით. შემდეგ თითების ბალიშებით მსუბუქად დაირტყით კანზე ერთი წუთის განმავლობაში. თუკი მკვეთრად გამოხატული ნაოჭები გაქვთ, ერთი კრემი საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში დამატებითი საშუალება – თვალის ირგვლივ წასასმელი შრატიც დაგჭირდებათ, რომელსაც თვალის კრემის ქვეშ ისვამენ.
აი, ეს გახლავთ კანის გამაახალგაზრდავებელი ძირითადი ნაბიჯები. მეტი შედეგის მისაღწევად კანის მოვლისას საჭიროა დამატებით: კვირაში 1-2-ჯერ სკრაბის გამოყენება და გამაახალგაზრდავებელი ნიღბების გაკეთება, რა თქმა უნდა, კანის ტიპის შესაბამისის.