რჩევები

ბანანის კანის დახმარებით კანის გაახალგაზრდავებას შეძლებთ

ბანანის კანის დახმარებით კანის გაახალგაზრდავებას შეძლებთ
ბანანი საოცარი ხილია, მასში სამი სახეობის შაქარია: გლუკოზა, ფრუქტოზა და საქაროზა. აგრეთვე, მდიდარია უჯრედისით და ადამიანს მთელი დღით ენერგიით ავსებს.

თუმცა, ნაყოფის გარდა, არანაკლებ სასარგებლოა მისი კანიც. მისი გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს, ჩვენ კი ყველაზე ეფექტურებს გასწავლით.

1. კბილების გათეთრება



რამდენიმე წუთის განმავლობაში კბილები ბანანის კანით დაიმუშავეთ და ისინი გაგითეთრდებათ. გახსოვდეთ, რომ ქიმიური მეთოდით გათეთრება ემალს აზიანებს.

2. იარას შეგიხორცებთ და გაღიზიანებას მოგიხსნით


დაზიანებულ ადგილზე ბანანის კანი მიიდეთ და ტკივილი დაგიამდებათ. ყველამ ვიცით, რომ შეხორცებისას
იარა გვექავება, მაგრამ თუ მტკივან ადგილზე ბანანის კანის "პლასტირს" მიიდებთ, არაკომფორტულ შეგრძნებას აიცილებთ.

3. მეჭეჭის მოშორება



ბანანის კანს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ის მეჭეჭებს მოგაშორებთ და მათ ადგილას ახლების წარმოშობას შეაჩერებს. ბანანის კანი საჭირო ადგილზე სკოჩით ან პლასტირით მიიმაგრეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. პროცედურა ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ; მეჭეჭი გახმება და მოგძვრებათ.

4. აკნეს მკურნალობა



ბანანის კანი მოგიხსნით კანის გაღიზიანებას და ანთებას. იგი შეგიძლიათ დამატენიანებელ საშუალებად გამოიყენოთ. არანაკლებ ეფექტიანია ჰიგიენური პროცედურის დროს სახეზე ბანანის კანის შეზელვა.

5. ფსორიაზის მკურნალობა



თუ გრძნობთ, რომ კანზე ფსორიაზის სიმპტომები ვლინდება, დაზიანებული ადგილი ბანანის კანით დაიმუშავეთ. ეფექტს რამდენიმე დღეში მიიღებთ.

6. საწმენდი საშუალება



ბანანის კანს ფანჯრების გასაწმენდადაც კი გამოიყენება.

7. დაგიამებთ ტკივილს კისრის არეში



მტკივან ადგილზე ბანანის კანი დაიდეთ და კარგად დაიმუშავეთ. შემდეგ კი მტკივან ადგილზე დაიდეთ და 20 წუთი გაიჩერეთ. ასეთი ჯადოსნური მეთოდით მოიხსნით ტკივილს კისრისა და სახსრების მიდამოებში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
saocrebaaa
tu gaqvs banani da badrojani e.i problemaaaa arafris agar gaqvt
09:00 / 08-03-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93