საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კოფეინი თითქმის ყველა ანტიცელულიტური კოსმეტიკური საშუალების ერთ-ერთი მთავარი და ეფექტური კომპონენტია. ეს ნივთიერება აქტიურად ასტიმულირებს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ტოქსინებს და წვავს კანქვეშა ცხიმს.
მაგრამ სახლში კოფეინისგან დამზადებული საშუალებები მეტად ეფექტურია ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რადგანაც კოფეინის კონცენტრაცია მათში ბევრად მაღალია. გთავაზობთ ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს.
ანტიცელულიტური საშუალება სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 200-250 მლ გლიცერინი
- 5-7 ს.კ. დაფქული ყავა
- 5-7 ს.კ. დაქუცმაცებული მშრალი წყალმცენარეები
- 1 ს.კ. დაფქული ჯანჯაფილი
- 2-3 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 3-5 ს.კ. ალოე ვერას გელი
- ½ ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 40 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
- 40 წვეთი გრეიპფრუტის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- თასში მოათავსეთ ყავა, წყალმცენარეები, ჯანჯაფილი, დარიჩინი და მოურიეთ. დაამატეთ გლიცერინი, კარგად დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 10-14 დღით. პერიოდულად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ კი მიღებული მასა დაწურეთ.
- მიღებული სითხე კონცენტრირებული ექსტრაქტია. შეინახეთ იგი მაცივარში. კონცენტრანტით შესაძლებელია ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების გამდიდრება: სკრაბები, ლოსიონები, ტანის კრემები.
- შეურიეთ ეთერზეთები ზეითუნის ზეთს, დაამატეთ ალოე ვერას გელი და 7-10 ს.კ. ყავის ექსტრაქტი.
მიღებული საშუალების გამოყენება შესაძლებელია ანტიცელულიტური შეხვევების მასაჟისთვის.
დარიჩინი და ჯანჯაფილი გამახურებელ ეფექტს მისცემს და სისხლის ცირკულაციას გააძლიერებს ქსოვილებში. ამის წყალობით, აქტიური ინგრედიენტების ეფექტურობა გაიზრდება.
გამახურებელი მასაჟის შემდეგ გამოიყენეთ ყინული კანისთვის - ეს ხელს შეუწყობს ცხიმის სწრაფ წვას.