ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც შესაშური მუცლის პრესი აქვს. როგორ შეიძლება ასეთი იდეალური ფორმების შენარჩუნება მშობიარობის შემდეგაც კი? ის სპორტით პროფესიონალურად არასოდეს იყო დაკავებული და გამხდარსაც ვერ ვუწოდებთ.
ერთხელ ამ თემაზე ვისაუბრეთ და ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევიტყვე!
როგორც აღმოჩნდა, მუცლის კუნთების ტონუსში ყოფნისთვის მას საოცრად იოლი ტექნიკა ეხმარება. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ სარკე!
როგორ მივიღოთ ბრტყელი მუცელი
ყველამ ვიცით, რომ მუცლის კუნთების გასამაგრებლად საჭიროა პრესის ვარჯიში. უდავოდ, ეს იძლევა შედეგს, სანამ სპორტით ხარ დაკავებული და იცავ დიეტას, მაგრამ თუკი ვერ ახერხებ მუდმივად ვარჯიშს, მუცელი კარგავს ფორმას.
მუცელი ბრტყელი რომ გახდეს, მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის. ბრტყელი მუცელი ცხოვრების ჯანსაღი წესის ანარეკლია!
უნდა მიირთვათ ნაკლები მარილი ან იდეაში, საერთოდაც უარი თქვათ მასზე. უზმოზე 1 ჭიქა წყლის დალევაც მნიშვნელოვანია, ან უმჯობესია 2 ჭიქა წყალი ლიმონის წვენით. უნდა მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული.
ასევე აუცილებელია მუცლის შიდა კუნთების ვარჯიში ერთი მარტივი ხერხით! დადექით სარკის წინ და შეისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად. იყავით ამ პოზაში მანამდე, სანამ გაძლებთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ხშირად.
მეგობრის თქმით, ეს ტექნიკა მას დაეხმარა მუცლის იდეალური ფორმის მიღწევაში. ყველა ქალს უყვარს სარკეში ყურება და ამას ხშირად აკეთებს. თუკი ამ ჩვევას მარტივ მოძრაობასაც დავუმატებთ, შესაძლებელია შესანიშნავი შედეგის მიღება!
ეს მაგია არ გახლავთ. საქმე იმაშია, რომ ეს ინტენსიური სავარჯიშო გახლავთ. შესუნთქვით თქვენ შინაგანი ორგანოების მასაჟს ატარებთ, მათ შორის, კუჭის და ნაწლავების. ეს ორგანოები გამართულად იწყებენ მუშაობას, რაც დაგეხმარებათ მუცლის არეში ზედმეტი წონის მოცილებაში.