უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ქალი სექსუალურია იმ შემთხვევაში, თუ ის მოდელივით გამოიყურება, მაგრამ ეს ამ ფართო ცნების მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სინამდვილეში, სექსუალურობა არა მხოლოდ სხეულის სილამაზესა და სექსუალურ სამოსშია, არამედ იმაში, თუ როგორ წარმოაჩენს ქალი თავს.
გთავაზობთ 7 დეტალს, რომელიც ქალს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის.
რა ხდის ქალს სექსუალურს
თავდაჯერებულობა
თუ ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია, გარშემომყოფებიც ირწმუნებენ, რომ ის განსაკუთრებულია. მიაქციეთ ყურადღება სიარულის მანერას: გაიმართეთ, თავი მაღლა ასწიეთ, წინ იყურეთ და გაიღიმეთ.
ქარიზმა
ქალთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მამაკაცებს იდეალური გარეგნობის ქალები მოსწონთ. რეალურ ცხოვრებაში, მსგავსი ლამაზმანები კაცებს აშინებთ. ასეთი ქალები ხშირად მარტოსულები და უბედურები არიან. მამაკაცს პირველ რიგში ქარიზმა იზიდავს. შინაგანი ძალა, გონიერება და იუმორის კარგი გრძნობა სექსუალურობის საწინდარია.
ვნება
ვნებიანი ქალები სექსუალურები არიან. ვნება არა მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის მიმართ ვლინდება, არამედ რაიმე ჰობის მიმართაც. ქალი, რომელიც ვნებიანად ეკიდება საყვარელ საქმიანობას, სექსუალურია.
სიკეთე
დღეს საკმაოდ რთულია კეთილი ადამიანის პოვნა. სულის სიღრმეს ვერასოდეს შეცვლის უბადლო გარეგნობა.
იდუმალება
სექსუალური ქალი მუდამ იდუმალია. ის არ იხსნება ბოლომდე. თუმცა, იდუმალებაც, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ზომიერი უნდა იყოს.
ელეგანტურობა
არ არის აუცილებელი, სექსუალური სამოსი ძვირად ღირებული და მეტისმეტად მოტმასნილი იყოს. ქალურად და ელეგანტურად ჩაცმულ ქალს ვერცერთი მამაკაცი ვერ აუვლის გვერდს.
ინტელექტი
ხშირად გაცნობა ფიზიკური მიმზიდველობით იწყება, მაგრამ თუკი ადამიანს ამის გარდა არაფერი გააჩნია და პარტნიორს ვერაფრით გააკვირვებს, ურთიერთობა ამ ეტაპზე სრულდება. ქალში ყველაზე სექსუალური გონებაა. მამაკაცები აფასებენ ქალს, რომელთანაც ნებისმიერი თემის განხილვა შეიძლება.