თმის ცვენის პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს. ვიტამინების უკმარისობა, სტრესები, თმის ფოლიკულის ტრავმირება, უხარისხო კოსმეტიკა - ეს ყველაფერი იწვევს თმის ცვენას.
თმის დათხელება არამხოლოდ ფიზიკურად ზემოქმედებს ადამიანზე, არამედ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსაც იწვევს. გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას.
თმის ცვენის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება
საჭირო მასალა:
• 3 ს.კ. გვირილა
• 3 ს.კ. დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი
• 100 მლ წყალი
მომზადების წესი:
<div>* დაასხით დაფნის ფოთოლს და გვირილას მდუღარე წყალი. გააჩერეთ 3 საათით.</div>
* გაწურეთ მიღებული მასა და შეუდექით გამოყენებას.
* შეიზილეთ თმის ძირებში გულმოდგინედ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიბანოთ.
* წაისვით ეს საშუალება კვირაში 2-3-ჯერ.
თმის სრულად აღსადგენად 15-20 პროცედურის ჩატარებაა საჭირო. ეს მარტივი ხერხი დაგეხმარებათ მომაბეზრებელი პრობლემისგან გათავისუფლებაში.