თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, თქვენთვის კარგად ნაცნობია მსგავსი პრობლემები: გაფართოებული ფორები, აკნე და შავი წერტილები. კანის უამრავი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ზოგიერთი პროდუქტის რაციონიდან ამოღებით, მაგალითად, რაფინირებული შაქრის, რომელიც გამონაყარს იწვევს.
მიუხედავად ამისა, არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც მოგაცილებთ ამ უსიამოვნებას. მთავარია, გაერკვეთ, თუ რომელია თქვენთვის მეტად ეფექტური, რომელი უხდება თქვენი კანის ტიპს.
გთავაზობთ კანის მოვლის რამდენიმე ეფექტური და სასარგებლო საშუალების რეცეპტს:
მაკიაჟის მოსაცილებელი გელი მშრალი ან ცხიმიანი კანისთვის
• 1 ან 2 ჩ.კ. ტკბილი ნუშის ზეთი
• ¼ ჭიქა ალოე ვერას გელი
• ნებისმიერი ეთერზეთი
მომცრო თასში მოურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვარი მასის მიღებამდე. შეინახეთ მინის ქილაში.
კანის გამწმენდი საშუალება მშრალი კანისთვის
• 20 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი
• 1 ჭიქა კასტილური საპონი
• 1 ს.კ. ნუშის ზეთი
• 1 ჭიქა დისტილირებული წყალი
მოურიეთ ყველა კომპონენტი და შეინახეთ შესაფერის კონტეინერში.
დაბანის ძირითადი საშუალება
• 1-2 ს.კ. ზეთი
• ½ ჭიქა კასტილური ზეთი
• 10 წვეთი ეთერზეთი
მოურიეთ კარგად ყველა ინგრედიენტი, შეინახეთ შესაფერის კონტეინერში. მიღებული მასის გამოყენება შესაძლებელია, როგორც მრავალფუნქციური გამწმენდი საშუალება. ცხიმიანი კანის შემთხვევაში ზეთი შეცვალეთ ალოე ვერას გელით. სკრაბის მოსამზადებლად, დაამატეთ საშუალებას დაფქული ყავა.
ცხიმიანი კანისთვის
• ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი
• ½ ჭიქა ნატურალური თაფლი
• 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი
მოურიეთ ინგრედიენტები. წაისვით ცოტაოდენი მიღებული საშუალება სახის დაბანის დროს და ნაზად შეიზილეთ კანში. გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
სახის მუსი ყველა ტიპის კანისთვის
• 1/3 ჭიქა კასტილური საპონი
• ½ ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
• 10-15 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
• 2/3 ჭიქა დისტილირებული წყალი
მოურიეთ კარგად ყველა ინგრედიენტი, ჩაასხით მიღებული მასა კონტეინერში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.