რჩევები

ყველა მოვლილმა ქალმა იცის ამის შესახებ! სილამაზის 23 წესი

ყველა მოვლილმა ქალმა იცის ამის შესახებ! სილამაზის 23 წესი
ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, მუდამ უვლის მას. ცდილობს, სწორად იკვებოს, მოუაროს სხეულს, თმას, გემოვნებით ჩაიცვას. მაგრამ თუ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, მან კიდევ უფრო მეტად უნდა მოუაროს თავს. წესები მარტივია:

1. ბრტყელი მუცელი ნებისმიერი გოგონას ოცნებაა, თუმცა ცოტამ იცის, რომ პრესის გაკეთებისას მუცელი დაჭიმული უნდა გქონდეთ. ასე კუნთები უკეთესად ვარჯიშდება.

2.
მეტი იარეთ ფეხით, სასწაულს ახდენს, ფეხები ჩამოთლილი ხდება.

3.
ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად გაიწელეთ. ამგვარად კუნთებს მეტ ელასტიკურობას შესძენთ.

4.
დილაობით არ დაგავიწყდეთ
2 ჭიქა წყლის დალევა.

5.
უზმოზე 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. იგი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. ამასთანავე, ბზინვარებას ანიჭებს თმას, სასარგებლოა კანისთვის.

6.
არასდროს დალიოთ წყალი ჭამის შემდეგ. საკვების მონელენას კუჭი 40 წუთს უნდება. ეს პერიოდი უნდა მოითმინოთ. ამგვარად კუჭის კედლებს გაზრდის საშუალებას არ მისცემთ.

7
. მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად ჭამეთ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. იდეალურია დღეში 5-ჯერ.

8.
რეგულარულად იარეთ საუნაში. იგი სასარგებლოა კანისთვის.

9.
ნუ შეჭამთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ეს საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

10.
16:00 საათის შემდე მიირთვით მხოლოდ ცილოვანი საკვები; ნახშირწყლები თქვენს ორგანიზმში ცხიმებად გადაიქცევა.

11.
მიიღეთ კონტრასტული შხაპი და დაივიწყებთ ცელულიტს.

12.
ლუკმა ღეჭეთ ნელა. ეს გაგიუმჯობესებთ კუჭის მუშაობას და ზედმეტ წონასაც აღარ აკრიფავთ.

13.
დანაყრების შეგრძნება 20 წუთის შემდეგ დგება. ამიტომ ნელა ჭამეთ, რომ ზედმეტი არ მიირთვათ.

14.
გადაეჩვიეთ ჭამას კითხვის, ტელევიზორის ყურების დროს.

15
. თუ მოულოდნელად ტკბილის ჭამის სურვილმა მოგიარათ, 20-ჯერ ჩაბუქნეთ, მიიღეთ შხაპი ან მოიზომეთ ლამაზი სამოსი. სარკეში ჩახედვისას მიხვდებით, რომ კანფეტი ან ტორტის ნაჭერი ზედმეტია.

16.
ნუ დაჯდებით კომპიუტერის წინ გაუნძრევლად. ნახევარ საათში ერთხელ ადექით, გაიარ-გამოიარეთ. უმჯობესია, თუ პრესს, ბუქნებს გააკეთებთ ან სახტუნაოთი იხტუნავებთ.

17
. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მით ნაკლებად გშივდებათ.

18.
საათში ერთხელ 1 ჭიქა წყალი სვით. კანი გაგიახალგაზრდავდებათ და ნაოჭები გაგიქრებათ.

19.
დაიწყეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის შეზიზღება. აგრეთვე - ფასტ-ფუდის, გაზიანი სასმელების და ჩიფსების.

20.
სიფრთხილე გმართებთ არაქისთან და ცხიმთან. ორივე კალორიული პროდუქტია. არაქისი დღეში 10 თხილზე მეტი არ მიიღოთ. აგრეთვე, ზომიერება გმართებთ კარაქისა და ზეთის მიღებისას.

21.
დაივიწყეთ შემწვარი კარტოფილი.

22.
შეამცირეთ პური, ფუნთუშები, ბლითები და ა.შ.

23.
შეიყვარეთ უშაქრო ჩაი და ყავა. არ მიაყოლოთ კანფეტები და ნამცხვრები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
tika
eseni tu vici movlili qali var? ))))))
19:21 / 13-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნან
ანუ რას ამბობტ რომ ტკბილი საერტოდ არ მივიგოტ?
10:40 / 04-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93