ალბათ, გგონიათ, რომ მის მოშორებას ვერასდროს შეძლებთ? თუმცა, არსებობს საშუალება, რომელიც ე.წ. ქალური ულვაშისგან სამუდამოდ გაგათავისუფლებთ.
დაგჭირდებათ:
1 სადილის კოვზი შვრიის პასტა (მას შემდეგნაირად მოამზადებთ: 1/2 ჩაის კოვზ შვრიას დაუმატეთ ლიმონის 6-8 წვეთი და 1 ს/კ თაფლი).
2 ს/კ თაფლი.
2 ს/კ ლიმონის წვენი.
მომზადება:
1. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და საჭირო ადგილას წაისვით.
2. გაიჩერეთ 15 წუთი.
3. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამოდის საკმაოდ ეფექტური და მკვებავი კრემი სახისთვის.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ. ერთი თვის შემდეგ დაგავიწყდებათ, რომ სახეზე არასასურველი თმა გქონდათ.