მოვლილი და ლამაზი მხოლოდ მუდმივად განახლებადი კანი შეიძლება იყოს. დღეს შემოგთავაზებთ კანის სკრაბის რეცეპტს, რომელიც სილამაზის სფეროში ნამდვილ ექსპერტს ეკუთვნის.
С ვიტამინისა და ხილის მჟავების მაღალი შემცველობა - აი, რა არის ამ მარწყვის პილინგის ეფექტურობის საიდუმლო!
სახის სკრაბი სახლის პირობებში
საჭირო მასალა
- მარწყვი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. ნუშის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი
გამოყენების წესი
- დააქუცმაცეთ მარწყვი, დაჭყლიტეთ ზეთთან და შაქართან ერთად.
- შეიზილეთ კანში 5 წუთის განმავლობაში.
- დაიბანეთ სახე გრილი წყლით.
- ეს სკრაბი უნდა წაისვათ სუფთა კანზე. პროცედურის დასრულების შემდეგ დამატენიანებელი კრემიც კი საჭირო არ არის: თუ ნუშის ზეთს გამოიყენებთ, სახე საგრძნობლად გაახალგაზრდავდება და ღრმად დატენიანდება.