ცოტა ვინმე თუ დაიკვეხნის სახის კანის იდეალური ფერით. კარგი კანის მფლობელებიც კი ვერ ახერხებენ, მუდამ ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ.
რეგულარული უძილობა, დაღლილობა და სტრესი - ეს ყველაფერი კანის დეფექტის წარმოშობის მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში, ტონალური კრემი აუცილებელია.
როგორ შევარჩიოთ სწორად ტონალური კრემი
ტონალური კრემის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კანის თავისებურებები. თუ კანს ვარდისფერი ელფერი დაჰკრავს, უნდა შევარჩიოთ ტონალური, რომლის შეფუთვაზე არის მინიშნებული rose ან porcelaine.
მოყვითალო კანისთვის კი ვარჩევთ ტონალურს, წარწერით beige. შეძენამდე აუცილებლად გამოიყენეთ ტესტერები: წაისვით მცირე რაოდენობით ნიკაპზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. თუ ტონის ფერი თქვენი სახის ფერს დაემთხვევა, ე.ი. ტონალური სწორადაა შერჩეული!

სპეციალურად თქვენთვის ჩვენ შევაგროვეთ 5 საუკეთესო წესი, რომელიც დაგეხმარებათ ტონალური კრემის ყიდვისას.
- წაისვით ტონალური ნიკაპის ხაზზე. ფერი უნდა ემთხვეოდეს ყელის ფერს.
- შეამოწმეთ ტონალური კრემი ბუნებრივ განათებაზე. ამისათვის, გამოდით მაღაზიიდან და ქუჩაში, სარკეში შეაფასეთ, თუ რამდენად ბუნებრივად გამოიყურება ფერი კანზე.
- წაისვით ტესტერი და ნახევარი საათი გაიჩერეთ. პროდუქტი შესაძლოა ცოტა გამუქდეს.
- შეარჩიეთ ტონალობა თქვენი კანის ტიპის მიხედვით.