აკნე - კანის გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც თან სდევს ჩირქი და ანთება. მის არასწორად მოშორების შემდეგ კანზე შეიძლება მოურჩენელი იარა დაგრჩეთ.
აფთიაქებში უამრავი საშუალება იყიდება მასთან საბრძოლველად, მაგრამ ან ძვირად ღირებულია, ან არაეფექტური. ჩვენ კი წლობით ნაცადი მეთოდი ვიცით, რომელიც იაფფასიანიცაა და ეფექტიანიც. ეს ბანანია, უფრო სწორად, მისი კანი.
ბანანის კანში შემავალი მინერალები (თუთია, რკინა, მანგანუმი) ეფექტიანად აქრობენ ანთებას, აქვთ ანტიბაქტერიული თვისება. სახამებელი კი კანს ცხიმიანობას უნეიტრალებს და მცირებს ფორებს. ა, ცე და ე ვიტამინები აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას, სპეციალური ფერმენტი კი მუწუკებისგან დარჩენილ ლაქებს მოგაშორებენ.
აკნეს მკურნალობა
იმისათვის, რომ აკნესგან გათავისუფლდეთ, 3 დღის განმავლობაში, დილაობით ეს პროცედურები უნდა ჩაიტაროთ:
1. სახე მაქსიმალურად დამცავი საშუალებით დაიბანეთ. ასე იმიტომ უნდა მოიქცეთ, რომ ზედმეტად არ გაიღიზიანოთ კანი. შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით.
2. ბანანის კანს პატარა მონაკვეთი მოაჭერით და შიდა მხრიდან, მსუბუქი მოძრაობებით დაიმუშავეთ კანი 10 წუთის განმავლობაში. თუ ბანანის კანის შიდა მხარე გამუქდა, ახლით შეცვალეთ.
3. დაიცადეთ 20 წუთი. ამ პერიოდში სასარგებლო მინერალები კანზე კიდევ უფრო გააქტიურდებიან; 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
გაუზიარეთ მეგობრებს სტატია, რათა ისინიც გათავისუფლდნენ აკნესგან.